aromatika

    იმუნიტეტის გასაძლიერებლად, გაციების და გრიპის ვირუსისაგან დაცვაში, სწრაფ გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ ეთერზეთები.


✅პროფილაქტიკა:
1. არომალამპის გამოყენება-დაამატეთ არომალამპაში ერთ-ერთი ეს ეთერზეთი- ევკალიპტი (4-5წვ), ჩაის ხე (4-5), ლავანდა (5-7წვ), ლიმონი (5-7წვ). პროცედურა ტარდება არანაკლებ 20 წუთი, დღეში 2-3 ჯერ. დოზირება გათვლილია 15 კვ/მ ოთახში.
2. სველი წმენდა-10მლ შემდეგი ეთერზეთებიდან-ევკალიპტი, ჩაის ხე, ლიმონი დაამატეთ 300მლ თხევად საპონში. კარგად შეანჯღრიეთ. შეურიეთ იატაკის გაწმენდისას წყალში (5 ლიტრ წყალში 10მლ ნარევი).


✅მაღალი ტემპერატურა, გაციება:
1. ცივი კომპრესები- 2-3 წვ ევკალიპტის ეთერზეთს დაამატეთ 2-3 წვ ლავანდის, 2წვ პიტნის ეთერზეთი 1 ს/კ საბაზო ზეთში (გარგარის, ნუშის, ყურძნის წიპწების, ატმის, ჟოჟობას, ხორბლის ჩითილის ზეთში). მიღებული ნარევით გაჟღინთეთ კომპრესი და დაადეთ ავადმყოფს შუბლსა და ტერფებზე.
აპლიკაცია: 2-3 წვ ბერგამოტის ეთერზეთს დაუმატეთ 2-3 წვ ნეროლის, 1-2 წვ ჩაის ხის ეთერზეთები 1 ს/კ საბაზო ზეთში (გარგარის, ნუშის, ყურძნის წიპწების, ატმის, ჟოჟობას, ხორბლის ჩითილის ზეთში). მიღებული ნარევით გააკეთეთ აპლიკაცია კისრის, მუხლების და იდაყვების არეში.
2. ყელის ტკივილისას გამოიყენეთ ცხელი ინჰალაცია. მოამზადეთ ნარევი ა) 2-2 წვ გერანის, ლავანდის და სალბის ეთერზეთებისაგან. ბ) 1 წვ ბეგქონდარას და 2-2წვ სოჭის და ლიმონის ეთერზეთებით. გ) 2-2წვ ევკალიპტის, ბაზილიკის და ბერგამოტის ეთერზეთებით. ნებისმიერი ეს ნარევი დაამატეთ 1 ლიტრ ცხელ წყალში. ისუნთქეთ 10-15 წუთი. პროცედურის განმავლობაში თვალები უნდა იყოს დახუჭული.


✅ხველა:
1. ცხელი ინჰალაცია ეთერზეთების შემდეგი ნარევით-3-3წვ ევკალიპტი და გვირილა. მიღებული ნარევი დაამატეთ 1 ლიტრ ცხელ წყალშ და ისუნთქეთ 10-15 ჭუთით. პროცედურის განმავლობაშ დახუჭეთ თვალები.
2. გულ-მკერდის არის დაზელვა: მოამზადეთ ნარევი 3-3წვ ჩაის ხის, ევკალიპტის და ლავანდის ეთერზეთები დაამატეთ 1 ს/კ საბაზო ზეთში (გარგარის, ნუშის, ყურძნის წიპწების, ატმის, ჟოჟობას, ხორბლის ჩითილის ან ბრინჯის ჩითილის ზეთში). მიღებული ნარევი შეუზილეთ ავადმყოფს გულ-მკერდის არეში.


✅სურდო:
1. ცივი ინჰალაცია შემდეგი ეთერზეთების ნარევით-1-1წვ ევკალიპტი, ლავანდა, ფიჭვი. (შეისუნთქეთ გააჩერეთ სუნთქვა 4 წამით და ამოისუნთქეთ). ინჰალაცია ჩაიტარეთ 1 წუთის განმავლობაში.
2. ცხელი ინჰალაცია შესაძლებელია ჩაიტაროთ ნარევით- ა) 3-3წვ ლიმონი და დარიჩინი ბ) 1-1წვ ლავანდა, ფიჭვი და 3წვ ევკალიპტი გ) 3-3წვ ფიჭვი, ლიმონი, ევკალიპტი. რომელიმე ნარევი დაამატეთ 1 ლიტრ ცხელ წყალში და ისუნთქეთ 10-15 წუთით. პროცედურის განმავლობაში თვლები დახუჭეთ.
3. აპლიკაცია: კისრზე და ცხვირზე დაიტანეთ აპლიკაცია შემდეგი ეთერზეთების ნარევით: 1-1 წვ ჩაის ხის, ევკალიპტის, პიტნის გახსნილი 1 ს/კ საბაზო ზეთში (გარგარის, ნუშის, ყურძნის წიპწების, ატმის, ჟოჟობას, ხორბლის ჩითილის ზეთში).


✅ინჰალაციის ზოგადი წესები:
1. ინჰალაცია ტარდება საკვების მიღებიდან 1-1.5 საათის შემდეგ.
2. ცხელი ინჰალაციისას ორთქლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 45-55 გრადუსს.
3. ინჰალაციის პროცესში იქონიეთ თვალები დახუჭულ მდგომარეობაში.
4. ხშირმა ღრმა ჩასუნთქვამ შესაძლებელია გამოიწვიოს თავბრუს ხვევა, ამიტომ პროცეისი დროს პერიოდულად შეაჩერეთ ინჰალაცია.
5. პროცედური წინ არ მიიღოთ ამოსახველებელი საშუალებები.
6. ინჰალაციის შემდეგ გაიკეთეთ ტერფების მასაჟი სუფთა ეთერზეთით, რომლითაც იკეთებდით ინჰალაციას და ჩაიცვით თბილი წინდები.
 

{s_blog_article_author} , 2020-07-21