aromatika

უძველესი დროიდან ლავანდა ითვლება უნივერსალურ სამკურნალო მცენარედ. არაბული მედიცინა მას იყენებდა ამოსახველებლად, სპაზმების მოსახსნელად, ხოლო ევროპაში ჭრილობების შესახორცებლად.
ლავანდის ზეთი შეიცავს დაახლოებით 200-მდე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას. მისი არომატი სასარგებლოა უძილობის, პნევმონიის, ლარინგიტის, მაღალი წნევის დროს. ამ მცენარის სურნელს იმუნოსტიმულატორისა და ტკივილგამაყუჩებლის როლშიც იყენებენ.
✅ლავანდის ზეთი უხდება თითქმის ყველა ტიპის კანს, განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმიანი, დაბერებული, გაღიზიანებული კანის მოსავლელად. ხნის კანის შეწითლებას და აქერცვლას.
✅ასტიმულირებს ახალი უჯრედების წამროქმნას და ხელს უწყობს კანის რეგენერაციას.
✅ეფექტურია კანის ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების დროს: ჩირქოვანი გამონაყარის, ფურუნკულების, აბსცესების, დაჩირქებული ჭრილობების, ძირმაგარების დროს.
✅ასევე გამოიყენება კანის ნეიროენდოკრინული დაავადებების - ვიტილიგოს, სოკოვანი დაავადებების, ალერგიული რეაქციების, ჰერპესის დროს.
✅წარმოადგენს ბუნებრივ დეზოდორანტს.
✅ასევე გამოიყენება მწერების საწინააღმდეგოდ.
1. გაღიზიანების, ნერვული დაძაბულობისა და სტრესის დროს: ლავანდის ზეთის 3 წვეთი დაამატეთ თბილ წყალს, დაასველეთ ბამბის ქსოვილი, დაიფინეთ სახეზე და გაიჩერეთ 5 წუთი.
2. აკნეს დროს: - 10 წვეთ ლავანდის ზეთს დაამატეთ წყალი, ამ ხსნარში დაასველეთ მარლის ნაჭერი და 10 წუთით დაიფინეთ სახეზე.
❗️ამ სურნელოვანი ყვავილით მკურნალობის დაწყებამდე, ჩაიტარეთ ტესტი ალერგიაზე: ლავანდის წვეთი წაისვით კანზე იდაყვთან და თუ კანი არ გაწითლდა, შეგიძლიათ, თამამად იმკურნალოთ ამ რეცეპტებით.

{s_blog_article_author} , 2020-08-12


{s_blog_article_comments}