ჩაის ხის ზეთი ძალიან ძლიერი ანტისეპტიკია, ასევე გააჩნია მკვეთრად გამოხატული ბაქტერიციდული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტივირუსული და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება.
ჩაის ხის ზეთი გამოიყენება მხოლოდ როგორც გარეგანი საშუალება, მისი მიღება არ არის რეკომენდებული.
- თმის ფოლიკულების გაწმენდა, ქერტლი - დაამატეთ ჩაის ხის ზეთის 5-10 წვეთი შამპუნის ან ბალზამის ერთჯერად დოზაში და გამოიყენეთ საჭიროებისამებრ გამოჯანმრთელებამდე.
- ყურის ტკივილი - აურიეთ ერთმანეთში ზეითუნის ზეთი და ჩაის ხის ზეთი პროპორციით 2:1, ოდნავ შეათბეთ ცხელი წყლის აბაზანაზე და ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი ყურში. გაიმეორეთ საჭიროებისამებრ.
- ანგინა, ლარინგიტი - 1 ჭიქა წყალში დაამატეთ 5 წვეთი ზეთი და გამოივლეთ ყელში დღეში 2-3-ჯერ.
- გაციება, სურდო, ხველა - დაამატეთ 10 წვეთი ზეთი ინჰალატორში და გაიკეთეთ ინჰალაცია ძილის წინ, სურდოს დროს შეიზილეთ ზეთში გასხნილი რამოდენიმე წვეთი ეთერზეთი ცხვირის ფუძეზე და ნესტოებთან.
- ჰერპესი, დახეთქილი ტუჩები - 1 ჭიქა მდუღარე წყალში დაამატეთ 3 წვეთი ჩაის ხის ზეთი და დღეში 2-ჯერ დაიმუშავეთ ბამბის ტამპონით.
- სისხლდენა ღრძილებიდან, გინგვიტი, კბილის ტკივილი - 100 მლ მდუღარე წყალში დაამატეთ 3-5 წვეთი ზეთი და თბილ მდგომარეობაში გამოივლეთ პირის ღრუ 2-ჯერ დღეში.
- ბრონქიტი - დაიზილეთ გულმკერდი 10მლ ზეთში გასხნილი 5 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთით და დაიდეთ თბილი პირსახოცი (შეგიძლიათ მასში შეახვიოთ სათბური) 1-2 საათით.
- აკნე (ფერიმჭამელები) - წაისვით 2-3 წვეთი სუფთა ეთერზეთი უშუალოდ პრობლემურ ადგილებში დღეში 2-3-ჯერ, ამის გარდა დაამატეთ 1 წვეთი გამწმენდი საშუალების ან ლოსიონის ერთჯერად დოზაში.
- ეგზემა - შეიზილეთ ზეთში გასხნილი რამოდენიმე წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი გამშრალებული კანის დაზიანებულ არეში დღეში 2-ჯერ.
- რევმატიზმი - აურიეთ ერთმანეთში ნებისმიერი მცენარეული ზეთი და ჩაის ხის ზეთი პროპორციით 1:1, ოდნავ შეათბეთ ცხელი წყლის აბაზანაზე და ძილის წინ შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში სრულ შეწოვამდე.
{s_blog_article_author} არომატიკა, 2020-08-12