aromatika

არომათერაპია ორსულობის პერიოდში არა მარტო ფუფუნებაა, არამედ აუცილებელია, რომ ებრძოლოთ ისეტ პრობლემებს, როგორიცაა გულისრევა, სტრიები, შეშუპება და ტკივილი წელის არეში. თუმცა სპეციალისტების ნაწილი თვლის, რომ ორსულობის პირველ ტრიმესტრში ეთერზეთები უნდა გამოვიყენოთ სიფრთხილით ან საერთოდ უარი ვთქვათ, რაგდან დილით გულისრევამ შეიძლება გამოიწვიოს ზიზღი ნებისმიერი სუნის მიმართ. 12-14 კვირის შემდეგ ადრეული ტოქსიკოზი როგორ წესი ქრება და ორსულებს უკვე შეუძლიათ შეარჩიონ ეთერზეთები სასურველი სუნის მიხედვით.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორსულობისას არომათერაპიის პროცესში ეთერზეთების რაოდენობა უნდა შემცირდეს 2-ჯერ.
არომათერაპევთები არჩევენ 5 ეთერზეთს, რომელთა გამოყენება რეკომენდებულია ორსულობის პერიოდში: მანდარინის, კოჭას, ილანგ-ილანგის, ნეროლის და ლავანდის ეთერზეთი.
1. მანდარინის ეთერზეთი აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას. ატონიზირებს კანს და ებრძვის სტრიებს.
2. კოჭას ეთერზეთი ასტიმულირებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, გამოიყენება ფეხების და ტერფების აბაზანისთვის.
3. ილანგ-ილანგის ეთერზეთი ეგზოტიკური სუნის მქონე ეთერზეთია დამამშვიდებელი ეფექტით.
4. ნეროლის ეთერზეთი ამშვიდებს და აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, აახალგაზრდავებს კანს.
5. ლავანდის ეთერზეთი უნივერსალური ეთერზეთია დამამშვიდებელი და გამაძლიერებელეი თვისებებით, ხშირად გამოიყენება უძილობის და სტრესის სამკურნალოდ. ზეთი გამოიყენება 16 კვირის შემდეგ.

მაშ ასე, განვიხილოთ ორსულობის პრობლემები და ვებრძოლოთ მათ ეთერზეთების საშუალებით:

  • ტოქსიკოზის დროს თქვენ დაგეხმარებათ ლიმნის, ლავანდის და კოჭას ეთერზეთები (პირველი ტრიმესტრის შემდეგ). ამოაქროლეთ არომალამპაში თავდაპირველად 15 წუთით, ხოლო შემდეგ ნელ-ნელა გაზარდეთ დრო.
  • წელის ტკივილი, როგორც წესი ჩნდება ორსულობის შუა პერიოდში. ამ დროს საუკეთესო საშუალებაა ნუშის ზეთის და ლავანდის ეთერზეთის ნარევით მასაჟი. ასევე ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს თბილ კომპრესებს: 200მლ წყალს დაუმეთეთ 1-2 წვეთი ლავანდის ეთერზეთი.
  • სტრიების გაჩენის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებაა მასაჟი: ნუშის, ჟოჟობას, ყურძნის წიპწების, გარგარის და არგანის ზეთით ან/და მათი ნარევით ლიმონის ან ფორთოხლის ეთერზეთებთან.

{s_blog_article_author} , 2024-11-22