aromatika

    თმის ცხიმიანობას იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების გააქტიურებული მუშაობა, რის შედეგადაც თმის მდგომარეობა უარესდება და რაც უფრო ხსირად იბანთ ჩვეულებრივი შამპუნებით, მით უფრო აქტიურად ცხიმიანდება, რადგან დაბანისას მოშორებული ცხიმის გამო ჯირკვლების დაცვითი ფუნქცია ძლიერდება, რაც მათ გააქტიურებას იწვევს. სწორედ ამიტომ ფირმა ,,არომატიკა" გთავაზობთ მასთან საბრძოლველად გამოიყენოთ ეთერზეთები, რომელთა გამოყენებაც ძალიან მარტივი და იოლია, უბრალოდ დააწვეთეთ თქვენს შამპუნზე და ისე დაიბანეთ. მათი შერჩევაც ძალიან ადვილია თქვენთვის სასიამოვნო არომატის მიხედვით.
მაშ ასე, ცხიმიან თმას ყველაზე მეტად უხდება შემდეგი ეთერზეთები:
1. ჩაის ხის ეთერზეთი-თმას ანიჭებს სიმსუბუქეს, აქრობს ზედმეტ ცხიმს და იმის შესახებ, რომ ცხიმიანი თმა გაქვთ მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ. გამოიყენება შამპუნთან ერთად, თუმცა შესაძლებელია პულვერიზატორიან ჭურჭელში ჩაასხათ 100მლ წყალი, 8 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი და მიიპკუროთ, როგორც თმის ძირებში, ასევე თმაზეც. ნუ გაწევთ ეკონომიას, გამოიყენეთ სპრეი დღეში რამოდენიმეჯერ.
2. ლავანდის ეთერზეთი მეორე ადგილზეა და იდეალური საშუალებაა ცხიმოვანი ბალანსის რეგულაციისთვის.ეფექტურად აშრობს თმის ძირებს ცხიმისაგან და არ ხდის თმას მტვრევადს.
3. ლიმონის ეთერზეთი აქრობს არა მარტო ზედმეტ ცხიმს, არამედ ასუფთავებს თმასაც. მაგრამ პირდაპირ გამოყენება თავის კანზე არ შეიძლება! ის ემატება შამპუნებში, თმის ნიღბებში ან შესაძლებელია წყალში გახსნილი გადაივლოთ უკვე დაბანილ თმაზე დოზით-1 ჭიქა წყალი+2-3 წვეთი ეთერზეთი.
4. გრეიფრუტის ეთერზეთი ნორმალიზებას უკეთებს ცხიმის გამომუშავებას.
5. კედარის ეთერზეთი განსაკუთრებით სასარგებლოა ძალიან მომატებული ცხიმიანობის შემთხვევაში.
6. გერანის (ნემსიწვერას) ეთერზეთი ნორმალიზებას უკეთებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას და ეწინააღმდეგება ცხიმის გაჩენას.
7. მელისას (ბარამბოს) ეთერზეთი ამცირებს ცხიმიანობას, ზრდის ტონუსს და ეწინააღმდეგება თმის წებვადობას.
8. ილანგ-ილანგის ეთერზეთი ამცირებს ცხიმიანობას.

{s_blog_article_author} , 2020-07-21


{s_blog_article_comments}