aromatika

დაიღალეთ ღუმელის ქიმიური საწმენდებით, რომელთა გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ, როცა ფანჯრები ღიაა და ბავშვები არ იმყოფებიან სახლში?

ჩვენი გაზქურის ნატურალური საწმენდის რეცეპტი აერთიანებს საჭმლის სოდას ეთერზეთებთან. თქვენი ღუმელი არა მხოლოდ სუფთა იქნება, არამედ სასიამოვნო სუნიც იქნება სამსარეულოში.

ამისათვის დაგვჭირდება:

1/2 ჭიქა საჭმლის სოდა

10 წვეთი ლიმონის ეთერზეთი

10 წვეთი ფიჭვის ეთერზეთი

5 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი

1 სუფრის კოვზი წყალი

მომზადების წესი:

  • ნაბიჯი 1: შეურიეთ საკვები სოდა ეთერზეთებს პატარა მინის თასში. 
  • ნაბიჯი 2: აურიეთ წყალში პასტის კონსისტენციამდე, თუ ნარევი ჯერ კიდევ მშრალია, დაამატეთ ცოტა მეტი წყალი, რათა დარწმუნდეთ, რომ ნარევი გლუვია და არა მკვრივი. 
  • ნაბიჯი 3: გაზქურის გაწმენდამდე დარწმუნდით, რომ ის მთლიანად გაგრილებულია. ნესტიანი საწმენდი ქსოვილის ან ღრუბლის გამოყენებით წაუსვით პასტა გაზქურას და გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. 
  • ნაბიჯი 4: აიღეთ საწმენდი ქსოვილი ან ღრუბელი, ნაზად წაუსვით პასტა წრიულად, შეიძლება დაგჭირდეთ ხშირად გარეცხოთ ქსოვილი გაზქურის ნარჩენების მოსაშორებლად და გააგრძელოთ გაწმენდა. 
  • ნაბიჯი 5: ბოლოს გაწმინდეთ სუფთა, სველი ქსოვილით, მას შემდეგ რაც გაზქურა კარგად გაიწმინდება. დარწმუნდით, რომ პასტა არ დარჩება გაზქურის კუთხეებში.

{s_blog_article_author} , 2022-04-04


{s_blog_article_comments}