aromatika

    მოგეხსენებათ, რომ ოთახის, თუ მანქანის არომატიზატორი უამრავ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, რაც დადებით არ აისახება ჩვენზე და განსაკუთრებით ბავშვებზე.
გარდა ამისა, ასეთი არომატიზატორების სუნი, როგორც წესი გრძელდება მხოლოდ 2 კვირა და თან გამოყენების პირველ დღეებში საკმაოდ კონცენტრირებული არომატის ყნოსვა უწევს ადამიანს.
ამიტომ ფირმა ,,არომატიკა” გთავაზოვთ თქვენი ხელით დაამზადოთ ჯანსაღი პროდუქტი თქვენთვის და თქვენი შვილებისათვის.
ამისათვის დაგჭირდებათ: ჟელატინი, გლიცერინი და რომელიმე ეთერზეთი ტქვენი გემოვნებით.
1. გახსენით ჟელატინის პაკეტი გადადურებულ თბილ წყალში, დაამატეთ გლიცერინი.
2. შერჩეულ ჭურჭელში ჩააწვეთეთ 15-20 წვეთი ეთერზეთი და დაამატეთ მომზადებული ნარევი.
3. კარგად შეურიეთ ერთმანეთს კომპონენთები და შეინახეთ მაცივარში.
4. გამოყენებამდე ჭურჭლის თავსაფარში გააკეთეთ რამოდენიმე ხვრელი და არომატიზატორიც მზადაა.
შესაძლებელია ასეთი არომატიზატორის გაფორმება გემოვნებისამებრ (ჭურჭელში თანსდება ფერადი მზივების, გამხმარი ბალახები და ა.შ.)
    ასევე გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ ეთერზეთს თავისებური არომათერაპიული ეფექტიც აქვს, მაგალითად:
1. მანქანისთვის რეკომენდებულია ციტრუსის ეტერზეთები, რადგანაც ისინი გამაფხიზლებელი მოქმედებით ხასიათდება, ხელს უწყობს გონების მოკრეფას და ყურადღების კონცენტრაციას. ასევე აქრობს თამბაქოს სუნს მანქანის სალონში.
2. წიწვოვანი ეთერზეთები და ევკალიპტი დადებითად მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე, აძლიერებს ბრონქების იმუნიტეტს და იცავს ვირუსებისგან.
3. ლავანდის და მელისას ეთერზეთი დამამშვიდებელი, საძილე მოქმედებით ხასიათდება და ასეთი არომატიზატორი რეკომენდებულია საძინებელში.

{s_blog_article_author} , 2020-07-21


{s_blog_article_comments}