aromatika

,,არომატიკა"-ს რეცეპტები არგანის ზეთით

სამასაჟე ნარევი რევმატიზმების და ართრიტის დროს: შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი პროპორციით 1:1 არგანის და შავი კვლიავის ზეთი. ნარევი დაიწვეთეთ თითებზე და მასაჟური მოძრაობებით შეიზილეთ მტკივნეულ ადგილზე.

მატონიზირებელი აბაზანა: აბაზანის ფუძეში (დუშ-გელი, აბაზანის ქაფი) დაამატეთ 7-8 წვეთი არგანის ზეთი.

სტრიების საწინააღმდეგო ნარევი: 1 ს/კ არგანის ზეთს დაამატეთ 5-7 წვეთი ნეროლის ეთერზეთი და შეიზილეთ მასაჟური მოძრაობებით პრობლემურ ადგილებზე.

ნიღაბი ხელებისთვის: შეურიეთ ერთმანეთს 1 ჩ/კ არგანის, გვირილის და თხილის ზეთი, ნარევი შეათბეთ წყლის აბაზანაზე და გამოიყენეთ თბილ მდგომარეობაში (ნარევი შეგიძლიათ გამოიყენოთ მრავალჯერადად).

ნიღაბი მშრალი და დაზიანებული თმისთვის: შეურიეთ ერთმანეთს 1 კვერცხის გული და 1 ჩ/კ არგანის, 2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი და 10 წვ ლავანდის, 5 წვ სალბის ეთერზეთი. ნარევი წაისვით თმაზე, შეიფუთეთ და გაიჩერეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ნიღაბი მშრალი სახის კანისთვის: 1/2 ჩ/კ არგანის ზეთს დაუმატეთ 2 ს/კ შვრიის ბურღული, 2 კვერცხის ცილა, 30გრ თაფლი და შეურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთით და ჩამოიბანეთ ჯერ თბილი და შემდეგ ცივი წყლით. 

{s_blog_article_author} , 2021-07-31


{s_blog_article_comments}