aromatika

,,არომატიკა"-ს რეცეპტები აბუსალათინის ზეთით

ნიღაბი შავი წერტილების საწინააღმდეგოდ: შეურიეთ ერთმანეთს შემდეგი თანაფარდობით: მშრალი კანისთვის 1 ს/კ აბუსალათინის და 1 ს/კ ნუშის (ყურძნის ან ზეითუნის) ზეთი, ხოლო ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის 1 ს/კ აბუსალათნის და 2 ს/კ ნუშის (ყურძნის ან ზეითუნის)ზეთი. ნარევი შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში.
პირსახოცი დაასველეთ ცხელ წყალში, გაწურეთ და თბილის მიიდეთ ამ ზონებზე 10 წამით. ეს პროცედურა გაიმეორეთ 5-ჯერ. თუ ზეთი მოაშორა პირსახოცმა შეიძლება ზეთი კიდევ წაივათ.
პროცედურის დამთავრებისას ფორები გაიხსნება, შავი წერტილები ამოიწევა ზემოთ და მათი მოცილება გაადვილდება.
შემდეგ აუცილებელია ფორების შეკვრა და უკვე ცივ წყალში დასველებული პირსაცოხით პორცედურის გამეორება 2-3 ჯერ.
ასეთი ნიღაბი პირველივე გამოყენებისას იძლევა შედეგს, თუმცა აუცილებელია დღეგამოშვებით გამეორება, კანის სრულ გასუფთავებამდე.
ნიღაბი აკნეს და გამონაყარის საწინააღმდეგოდ: 5 მლ აბუსალათინის ზეთი, 1 ტაბ.დაწვრილმანებული ასპირინი, 10მლ გვირილის ნაყენი და ბეზეს კონსისტენციამდე ათქვეფილი კვერცხის ცილა შეურიეთ ერთმანეთს. დაიტანეთ თხელ ფენად პრობლემურ ადგილებზე, აცადეთ გაშრობა, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დასაბანი საშუალებით. აღნიშნული რეცეპტი გამოიყენება არაუმეტეს კვირაში 2-ჯერ.
ნორმალური და მშრალი კანის გასუფთავება: კრემოვანი კოსისტენციის ნიღაბი მზადდება 20მლ აბუსალათინის ზეთით, 30მლ კიტრის წვენით, 5გრ თაფლით და ათქვეფილი კვერცხის გულით.დაიტანება სახეზე სრულ გაშრობემდე და ჩამობანვა ხდება გამდინარე წყლით, ხოლო შეშრობა ქაღალდის ხელსახოცით.
კომპრესი გამონაყარის, ნაიარევების და პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ: რეგენერაციული თვისებების გამო აბუსალათინის ზეთს აქვს უნარი გააქორს აკნეს შემდგომი ღრმა იარები. შემადგელობა: 10მლ აბუსალათინის და ხორბლის ჩითილის ზეთი. დაიტანეთ ნარევი ბამბის დისკზე და გაიჩერეთ პრობლემურ ადგილზე რამოდენიმე საათით. ასევე შეიძლება ასეთი ნარევით ყოველდღიურად მაკიაჟის მოშორება. 

{s_blog_article_author} , 2021-10-20


{s_blog_article_comments}