ტანის კარაქი კაკაო-ვანილი


20 25

100% მცენარეული ნატურალური პროდუქტი!
არ შეიცავს: მინერალურ ზეთებს, სინთეზურ საღებავებს, ცხოველურ ცხიმებს, პარაბენებს და სილიკონს.
კაკაოს ზეთი - პოპულარული მაღალეფექტური კოსმეტიკური საშუალებაა. ის კარგად შეიწოვება კანის მიერ არ ტოვებს ცხიმოვან ფენას და უხდება ყველა ტიპის კანს, განსაკუთრებით კი აუცილებელია მშრალი კანისთვის. ზეთში არსებული აქტიური კომპონენტები კვებავს, აღადგენს წყალ-ცხიმოვან ბალანსს, ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, არბილებს, აახალგაზრდავებს და ატონიზირებს კანს, ხდის მას უფრო ნაზს, ელასტიურს და ხავერდოვანს. ამ კოსმეტიკური საშუალების გამოყენება ორსულობის დროს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სტრიების გაჩენა და ასევე ხელს უწყობს მათ აღმოფხვრას ორსულობის ან წონაში მკვეთრად დაკლების შემდეგ.
კაკაოს ზეთი ხელს უწყობს თანაბარი და ლამაზი რუჯის მიღებას.
ვანილის ეთერზეთი გამოიყენება არომათერაპიაში და კოსმეტიკური საშუალებების გასამდიდრებლად. რეკომენდირებულია კანის დატენიანების, კვების, დარბილების და ელასტიურობის აღსადგენად, აქრობს კანის ცხიმოვან ელფერს.
წონა-100გრ


გაზიარება:

ფასი
20
ძველი ფასი
25
ნანახია
1109

მსგავსი პროდუქტები