არომადიფუზორი "ქოქოსი"


15

არომადიფუზორით "ქოქოსი" ქმნის ეგზოტიკურ სურნელს, რომელიც გონებრივად მიგიყვანთ ,,დაკარგული სამოთხის" კუნძულების ქვიშიან სანაპიროებზე, სადაც პალმის ხეები დაჰყურებს თეთრი ქვიშას ზემოდან და დაუსრულებელი ცისფერი ოკეანე იშლება. ის გაგახსენებთ ,,Pina Colada"-ს კოქტეილის გემოს, ნანატრ ზაფხულს, სანაპიროზე წვეულებებს, უდარდელ დროს და დასვენებას. ზაფხული და მზიანი, მაცდუნებელი და ამაღელვებელი ფანტაზია, ქოქოსის სურნელი შეავსებს თქვენს სახლს, შექმნის მხიარულობისა და პოზიტიურობის ატმოსფეროს, დასვენების და სიმშვიდის შეგრძნებას, მოხსნის სტრესს და დაღლილობას.

ქოქოსის დიფუზორს შეუძლია მშვენივრად გაახალისოს ჰაერი სახლში (საძინებელში, მისაღებ ოთახში, სამზარეულოში, აბაზანაში). ასეთი სუნი შესანიშნავია სილამაზის სალონებისა და სპა ცენტრებისთვის, სადაც გსურთ დაივიწყოთ ყოველდღიური აურზაური და სრულად ჩაიძიროთ ნეტარების, დასვენებისა და განტვირთვის ატმოსფეროში. პროდუქტის პატარა ელეგანტური ბოთლი კი შესანიშნავი დამატებაა თქვენი ინტერიერისთვის.

მოცულობა 50 მლ


გაზიარება:

ფასი
15
ნანახია
22