გლიცერინი მცენარეული


10

,,არომატიკის" მცენარეული გლიცერინი გამოიყენება სახის, სხეულის, თმის მოვლისთვის, ასევე ხელნაკეთი საპნების და კოსმეტიკური საშუალებების შესაქმნელად. თუ თქვენ გაწუხებთ დეჰიდრატირებული და მშრალი კანი, მშრალი და სუსტი თმა, მაშინ ეს პროდუქტი დაგეხმარებათ ამ პრობლემების მოგვარებაში. ეს არა მხოლოდ ატენიანებს და კვებავს კანს, არამედ იცავს მას გარე ფაქტორებისგან და ეხმარება ნაოჭების და კანის პატარა პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც ჰიპოალერგიული პროდუქტი, მცენარეული გლიცერინი მისაღებია მგრძნობიარე, ნაზი კანისთვის და შეიძლება გამოყენებულ იქნას მშრალი და ცხიმიანი ტიპისთვის.
დანიშნულება: სახის, სხეულის, თმის, თავის კანის მოვლისთვის.
მოქმედება: დამატენიანებელი, დამარბილებელი, მკვებავი, აღმდგენი, დამამშვიდებელი.

,,არომატიკის" გლიცერინი მზადდება მცენარეული ნედლეულისგან, ის განკუთვნილია კანის, თმის მოვლისთვის.  გლიცერინი შეიძლება დამატებულ იქნას არსებულ კოსმეტიკურ პროდუქტებში, აგრეთვე საპნებში და სახლის კოსმეტიკური საშუალებებში, როგორიცაა კრემები, შრატები, რძე, ლოსიონები, ტონერები, შამპუნები, კონდიციონერები, ბალზამები, სახის და თმის ნიღბები. გამოხატული დამატენიანებელი ეფექტის მისაღებად რეკომენდებულია არა უმეტეს 5% გლიცერინის დამატება კოსმეტიკურ საშუალებებში, უფრო მაღალი კონცენტრაციები იწვევს საპირისპირო ეფექტს - კანი ხდება მშრალი და დაჭიმული.

გლიცერინი კვებავს და ატენიანებს კანს, არბილებს, აღადგენს უჯრედებს და ინარჩუნებს ტენიანობის ბალანსს, რის შედეგადაც ტენიანობა ღრმად აღწევს კანში. პირველ რიგში იგი ამარაგებს ეპიდერმისის ზედა ფენებს წყლით, აძევებს მათგან ჰაერს. თუმცა გლიცერინს უფრო მეტი რამის გაკეთება შეუძლია, ვიდრე მხოლოდ ზედაპირული დატენიანება: გლიცერინის სახის ზეთი ქმნის აპკს, რომელიც იზიდავს წყალს კანის ზედაპირზე და ხსნის წყლისთვის გზას კანის ღრმა ფენებში. ეს შესანიშნავი საშუალებაა კანის გარე ფაქტორებისგან დასაცავად.

ამ პროდუქტს აქვს ჰიპოალერგიული თვისებები და შესანიშნავია მგრძნობიარე დკანისთვის. გლიცერინი შეიძლება გამოყენებულ იქნას კრემებში დელიკატური ადგილების - კისრის კანისა და თვალების გარშემო კანის დასატენიანებლად. 

მცენარეული გლიცერინი ასევე ხელს უწყობს ნაოჭების და კანის მცირე არათანაბრობის წინააღმდეგ ბრძოლას, რის გამოც გლიცერინი ხშირად შედის აქტიურ ინგრედიენტად კოსემტიკურ პროდუქტებში.

მშრალი კანის გლიცერინი ეფექტურად ატენიანებს, კვებავს, არბილებს, აღადგენს უჯრედებს და ინარჩუნებს კანის ტენიანობის ბალანსს. გლიცერინით მშრალი კანი ხდება რბილი და ხავერდოვანი შეხებისას.
დასაბანი გელებისა და ცხიმიანი კანისთვის ამქერცლავი პროდუქტების შემადგენლობაში არსებობისას, გლიცერინი არბილებს მჟავების მოქმედებას  გლიცერინი ათანაბრებს კანის ფერს და ხელს უწყობს აკნეს გაქრობას.

იგი ასევე გამოიყენება თმის მოვლისთვის, განსაკუთრებით მშრალი თმისთვის. ტენიანობის შენარჩუნების უნარის გამო, ემატება შამპუნებში, ბალზამებში და ნიღბებში. ის კარგად ატენიანებს თმას და სკალპს, აქრობს ქერტლს და ქავილს. იგი ანიჭებს ბზინვარებას და აღადგენს თმის სტრუქტურას.
გამოყენების მეთოდი: გამოიყენეთ კოსმეტიკური საშუალებების გასამდიდრებლად (კრემები, ნიღბები და ა.შ.).

მცენარეული გლიცერინი 100% ნატურალური პროდუქტია და არ შეიცავს სინთეზურ დანამატებს, კონსერვანტებს და საღებავებს.

მოცულობა 100 მლ


გაზიარება:

ფასი
10
ნანახია
27