ანტიპსეტიკური აეროზოლი


10

აეროზოლი დამზადებულია ჩაის ხის და ევკალიპტის ეთერზეთბით ზეთებით!

სპირტიანი ანტისეპტიკური სპრეი ეფექტურად ანადგურებს ბაქტერიულ, ვირუსულ და სოკოვან ფლორას და ხელს უშლის ინფექციების გამრავლებას. სპრეი არ იწვევს კანის გაღიზიანებას და სიმშრალეს, იგი გამდირებულია ჩაის ხის და ევკალიპტის ეთერზეთებით, რომლებიც ეფექტურად ასუფთავებენ, დეზინფექციას ახდენენ, ატენიანებენ და არბილებენ ხელების კანს, ასევე ანიჭებენ სასიამოვნო არომატს. ანტისეპტიკური ხელის სპრეი ეთერზეთებით აუცილებელია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხანგრძლივი ყოფნისთვის.
მოქმედება: ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, გამწმენდი.
დანიშნულება: კოსმეტიკური პროდუქტი ხელის კანის მოვლისთვის.
,,არომატიკის" ხელის ჰიგიენის სპრეის აქვს შემდეგი უპირატესობები:
• სწრაფი გაწმენდა;
• მოგზაურობისას გამოყენების შესაძლებლობა;
• მოსახერხებელი ფორმატი (შეგიძლიათ თან წაიღოთ);
• არ საჭიროებს დაბანას;
• არ ტოვებს წებოვნების შეგრძნებას;
• არ აშრობს კანს;
• შეიცავს ჩაის ხის და ევკალიპტის ეთერზეთებს;
• გამოიყენება ოფისში, სახლში, მანქანაში, სკოლაში ან სხვა ადგილებში, სადაც ხელების სწრაფად გაწმენდა გჭირდებათ, მაგრამ მათი დაბანა ვერ ხერხდება.

აეროზოლი ჩაის ხე და ევკალიპტის ეთერზეთით გამოდის მოსახერხებელ სპრეიან ბოთლში, რაც აადვილებს ხელებზე დასხმას. ბოთლის მცირე ზომა საშუალებას გაძლევთ ატაროთ ხელჩანთაში ან კოსმეტიკურ ჩანთაში, რომ ყოველთვის ხელთ ჰქონდეთ. მოსახერხებელი სპრეი თანაბრად ანაწილებს თხევად კონსისტენციას და ხელს უწყობს სპრეის რაციონალურ მოხმარებას.

Ძირითადი ინგრედიენტები
დენატურირებული ეთილის სპირტი - ეფექტურია სხვადასხვა სახის მიკრობების, მათ შორის ბაქტერიების და ვირუსების გასანადგურებლად. 

ჩაის ხის ეთერზეთს - გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებების უნიკალური კომბინაცია, ძლიერი იმუნოსტიმულაციური თვისებებით. ეს კომპონენტი იძლევა უბრალოდ საოცარ შედეგებს კანის მოვლაში. ის ეფექტურია კანის ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ (მეჭეჭები, ჰერპესი და პაპილომები), ასევე ხელს უწყობს კანისა და ფრჩხილის ფირფიტების სოკოვანი პათოლოგიების აღმოფხვრას.

ევკალიპტის ეთერზეთი - დადებითად მოქმედებს კანზე ანტიბაქტერიული ეფექტის გამო. ზეთი ეფექტურად ებრძვის ინფექციებსა და ანთებებს, მათ შორის ხელს უწყობს ფურუნკულოზისა და აკნეს აღმოფხვრას. ევკალიპტის ანთების საწინააღმდეგო თვისებები ეხმარება ჰერპესს, ჭრილობების, მწერების ნაკბენების სწრაფად შეხორცებას. ეს კომპონენტი აქრობს ანთებით პროცესებს, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, ქსოვილებში ჟანგბადის მიწოდებას და ასევე კანის დეოდორირებას ახდენს უსიამოვნო სუნიდან. ევკალიპტის ეთერზეთის არომატი ასევე სასიკეთოდ მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე, აქვს ცივი, დიაფორეზული და ამოსახველებელი ეფექტი.

ალოე ვერას გელი - შეუძლია შეაღწიოს კანში ღრმად, დაატენიანოს, კვებოს და მუშაობს როგორც ანტიოქსიდანტი, იცავს კანს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისაგან და ნაადრევი დაბერებისგან. ალოე ვერას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აქტიური საშუალებაა ბარბალოინი. მას შეუძლია შეაჩეროს სხვადასხვა მიკრობების გამრავლება: სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ტიფური და დიფტერიის ჯოხები, ის გამოიყენება ისეთი დერმატოლოგიური პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა აკნე, ეგზემა, ფსორიაზი და ა.შ. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შეხორცების ეფექტი ნებისმიერი დამწვრობის ( თერმული, მზის, ქიმიური) და კანის დაზიანების დროს, გამოიყენება ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ, რადგან ის აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას.

ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი - აღადგენს ეპიდერმისის ბუნებრივი ტენიანობის დონეს, ეხმარება გაუმკლავდეს კანის პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, გაუწყლოვანება, აქერცვლა, გაუხეშება, უსწორმასწორობა და ელასტიურობის დაკარგვა. ის ქმნის დამცავ ფილტრს კანზე, ეფექტურად ასუფთავებს და ამშვიდებს მას.

გამოყენების ინსტრუქცია: მიიპკურეთ მშრალ ხელებზე. არ ჩამოიბანოთ.

მოცულობა 100 მლ


გაზიარება:

ფასი
10
ნანახია
41