ვანილის ეთერზეთი
15
- ვანილის ეთერზეთი გამოიყენება არომათერაპიაში და კოსმეტიკური საშუალებების გასამდიდრებლად.
- რეკომენდირებულია კანის დატენიანების, კვების, დარბილების და ელასტიურობის აღსადგენად, აქრობს კანის ცხიმოვან ელფერს.
- გააჩნია დამამშვიდებელი და აღგზნების საწინააღმდეგო მოქმედება. ზრდის შრომისუნარიანობას და ყურადღების კონცენტრაციას.
გამოყენება:
არომალამპა: 3-5წვეთი 15მ2;
ცხელი ინჰალაცია: 1-2წვეთი 1-2ლიტრ ცხელ წყალზე;
ცივი ინჰალაცია: 2-3წვეთი არომაკულონში;
საერთო არომააბაზანა: 3-7წვეთი აბაზანაში;
საერთო მასაჟი: 3-5წვეთი 10მლ ფუძეზე;
მოცულობა-5მლ
- ბრენდი
- არომატიკა
- ფასი
- 15
- ქვეყანა
- გერმანია
- ნანახია
- 21225
მსგავსი პროდუქტები
გერანის ეთერზეთი
ნემსიწვერას (გერანიუმის) ეთერზეთს გააჩნია ბაქტერიოციდული, ანტისეპტიკური, ანთებისსაწინააღმდეგო, მატონიზირებელი და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება.
გერანის ეთერზეთი ზრდის ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას, აბალანსებს ფსიქო-ემციურ მდგომარეობას, ამცირებს დეპრესიას.
გერანის ეთერზეთი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და კანის უჯრედების განახლებას, ავლენს მატონიზირებელ და გამაახალგაზრდავებელ მოქმედებას, აუმჯობესებს ნებისმიერი ტიპის კანის საერთო მდგომარეობას. აქრობს გამონაყარს, ანთებით რეაქციებს და პრობლემური კანის გაღიზიანებას. რეკომენდებულია- მოშვებული, შეშუპებული და ცხიმიანი კანის მოსავლელად. იყენებენ კანის გასაღიავებლად და ქერტლის საწინააღმდეგოდ. არაჩვეულებრივი საშუალებაა ცელულიტის საწინააღმდეგოდ.
საერთო მასაჟი: 5წვეთი 1 სუფრის კოვზ საბაზო ზეთზე;
ზეთებში, კრემებში, ტონიკებში დამატება: 4-5წვეთი 5 მლ-ზე;
განუზავებელი გერაიუმის ზეთი შესაძლებელია დაიტანოთ დამწვრობაზე, ნაიარევებზე და ჰერპესულ წყლულებზე.
მოცულობა-10მლ
15
ლავანდის ეთერზეთი
ლავანდის ეთერზეთი ფართოდ გამოიყენება არომათერაპიაში: ის აწონასწორებს პროცესებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, აუმჯობესებს განწყობას, ამშვიდებს, ხსნის დაძაბულობას, ამსუბუქებს აგრესიის გამოვლინებას, უძილობას და ისტერიულ რეაქციებს. წარმოადგენს ძლიერანტიდეპრესანტს, ადაპტოგენს და იმუნომოდულატორს.
ზეთი ავლენს მაღალ ბაქტერიოციდულ აქტივობას კოკების და ჩხირების მიმართ.
ლავანდის ეთერზეთი დადებითად მოქმედებს მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე- აწესრიგებს წნევას, ატონიზირებს გულის მუშაობას, აწონასწორებს ჰორმონალკურ სტატუსს, ამაღლებს ყურადღებას და აძლიერებს მეხსიერებას, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას და მრავალი მრავალი სხვა.
კოსმეტოლოგიაში უხდება თითქმის ყველა ტიპის კანს, განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმიანი, დაბერებული, გაღიზიანებული კანის მოსავლელად. ხნის კანის შეწითლებას და აქერცვლას, ასტიმულირებს ახალი უჯრედების წარმოქმნას და ხელს უწყობს კანის რეგენერაციას. ეფექტურია კანის ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების დროს: ჩირქოვანი გამონაყარის, ფურუნკულების, აბსცესების, დაჩირქებული ჭრილობების, ძირმაგარების დროს.
ასევე გამოიყენება კანის ნეიროენდოკრინული დაავადებების - ვიტილიგოს, სოკოვანი დაავადებების, ალერგიული რეაქციების, ჰერპესის დროს.
წარმოადგენს ბუნებრივ დეზოდორანტს. გამოიყენება ტილების საწინააღმდეგოდ.
მოცულობა-10მლ
14
ჟასმინის ეთერზეთი
ჟასმინის ეთერზეთი მეფეა ეთერზეთებს შორის.
ჟასმინის ეთერზეთი არის ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი, ანტიდეპრესიული საშუალება. ის არაჩვეულებრივად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
ჟასმინის ეთერზეთი დადებითად მოქმედებს კანზე, ამიტომ რამოდენიმე წვეთის დამატება თქვენს კრემში ან ლოსიონში აახალგაზრდავებს მოშვებულ კანს, ზრდის ელასტიურობას, ამკვრივებს კუნთებს, განსაკუთრებით მკერდის, იყენებენ ”სილუეტ-მასაჟებში”.
ხშირად გამოიყენება ჟასმინის ეთერზეთი თმის მოვლისათვის: ძირითადად სტრუქტურის გასაუმჯობესებლად და თმის გასაძლიერებლად, ასევე ცვენის საწინააღმდეგოდ.
გამოყენება:
მასაჟი: 1-2წვეთი 10მლ ფუძეზე;
ბალზამი, გელი, შამპუნი. კრემი: 3-5წვეთი 15მლ-ზე;
არომალამპაში: 2-4წვეთი;
აბაზანაში: 3-5წვეთი წინასწარ გახსნილი 1/4 ემულგატორში (რძე, შრატი, თაფლიანი ან მარილიანი წყალი).
მოცულობა-5მლ
15
ნეროლის ეთერზეთი
ნეროლის ეთერზეთი
ნეროლის ეთერზეთს-პრინცესა ნეროლისაც უწოდებენ! ეს ეთერზეთი მიღება მწარე ფორთოხლის ყვავილებისგან. მას გააჩნია დამამშვიდებელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური მოქმედება. ავლენს მკვეთრად გამოხატულ რეგენერაციულ და გამახალგაზრდავებელ მოქმედებას კანზე. აფროდიზიაკია.
ნეროლის ეთერზეთს გააჩნია მაღალი ანტისეპტიკური მოქმედება და მისი ბაქტერიციდული ეფექტი 5,5-ია. ამიტომ ძლიერი ანტივირუსული საშუალება გრიპის და ჰერპესის საწინაღმდეგოდ.
ემოციური თვალსაზრისით მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი საშუალება სტრესის და ნერვული დაძაბულობისას.
ნეროლის ეთერზეთი ეფექტურია სტირების საწინააღმდეგოდ, ასევე მოშვებული, მგრძნობიარე და მშრალი კანის მოსავლელად.
ნეროლის ეთერზეთი ავლენს დადებით მოქმედებას კანზე ეგზემის, დერმატოზების, ცელულიტის, აკნეს, კანის ნახეთქების, კუპეროზების და სისხლძარღვოვანი სურათის დროს.
გამოყენების მეთოდები:
არომალამპა-4-7წვეთი;
კრემების და ტონიკების გასამდიდრებლად-5-7 წვეთ 10მლ ფუძეზე;
არომა-აბაზანა-7-10 წვეთი (წინასწარ გახსნილი ემულგატორში 1/4 ან 1/3 ჭიქა რძეში, შრატში ან ზღვის მარილის წყალხსნარში).
11