ქაცვის ზეთი-05.2025
14 7
ქაცვის ზეთი კოსმეტოლოგიაში და დერმატოლოგიაში ფართოდ გამოიყენება ისეთი დაავადებები სამკურნალოდ როგორიცაა:
- ინფიცირებული ჭრილობები, ტროფიკული წყლულები, დამწვრობა, ნახეთქები, ეგზემა, დერმატიტი, გამონაყარი და აკნე.
- ქაცვის ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინოიდებს (ვიტამინი-A-ს წინამორბედს), ასევე ანტიოქსიდანტებს: ვიტამინ-E-ს, ვიტამინ-C-ს რომლის შემცველობით მხოლოდ, ასკილის ზეთს ჩამორჩება, B-ჯგუფის ვიტამინებს, მინერალებს და ორგანულ მჟავებს.
- ქაცვის ზეთს იყენებენ კანზე ნაოჭების გაჩენის თავიდან ასაცილებლად, ის ანიჭებს კანს ელასტიურობას, სიმკვრივეს, სასიამოვნო ფერს, ეფექტურია მისი გამოყენება გარუჯვამდე და გარუჯვის შემდგომ.
- რეკომენდებულია: მშრალი, მობერებული და პრობლემური კანის მოსავლელად. ქაცვის ზეთს იყენებენ პიგმენტური ლაქების და ჭორფლების გასაღიავებლად.
- მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად სახის, თვალების და ტუჩების მოსავლელად, ასევე თმების და ფრჩხილების გასამაგრებლად.
ქაცვის ზეთის გამოყენების მეთოდები იხილეთ აქ: https://aromatika.b2c.ge/blog/4/41
მოცულობა-20მლ
ვარგისიანობის ვადა-05.2025
- ბრენდი
- არომატიკა
- ფასი
- 7
- ძველი ფასი
- 14
- ქვეყანა
- გერმანია
- წონა
- 20
- ნანახია
- 525
მსგავსი პროდუქტები
არგანის ზეთი
არგანის ზეთი ძალიან მდიდარია აქტიური კომპონენტებით, როგორიცაა: ანტიოქსიდანტები-პოლიფენოლები და ტოკოფეროლები, ვიტამინები-A და E, ასევე ანტიბიოტიკების და ფუნგიციდების მსგავსი ნივთიერებებით.
არგანის ზეთი აღადგენს კანის ლიპიდურ ფენას და სუკეთესო საშალებაა:
დამწვრობების, ჭრილობების და ნაიარევების სამკურნალოდ,
ორსულობის ან წონაში მომატებისას სტრიებისაგან დასაცავად,
არგანის ზეთს გააჩნია დამატენიანებელი, ანთების საწინააღმდეგო, აღმდგენი, მატონიზირებელი, ანტიოქსიდანტური მოქმედება,
ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას, აქრობს ნაოჭებს,
გამოიყენება თვალების გარშემო და გრძნობიარე, მათ შორის ბავშვის კანის მოსავლელად და დასატენიანებლად,
საუკეთესო მკვებავი საშუალებაა კანის, ფრჩხილების და თმებისათვის.
გარდა ამისა არგანის ზეთის მასაჟი რეკომენდებულია ართრიტის, რევმატიზმის და კუნთების ტკივილის დროს.
მოცულობა-20მლ
,,არომატიკა"-ს რეცეპტები არგანის ზეთით იხილეთ აქ: https://aromatika.b2c.ge/blog/4/37
16
კრაზანის ზეთი-07.2025
კრაზანის ზეთის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია დერმატოლოგიურ პრაქტიკაში და კოსმეტოლოგიაში. ის ხელს უშლის ტენიანობის დაკარგვას და ახდენს კანის ჰიდროლიპიდური ფენის შემადგენლობის ნორმალიზებას.
კრაზანის ზეთი გამოიყენება ცხიმიანი,კომბინირებული, მგრძნობიარე,ასევე ცხიმიანი, მაგრამ დეჰიდრატირებული კანის მოვლისთვის.
იგი გამოიყენება მზის დამწვრობისას, მაგრამ ამ შემთხვევაში, აუცილებელია მოერიდოთ მზეს, რადგან მას შეუძლია დამწვრობის პროვოცირება.
კრაზანის ზეთი, შერეული სხვადასხვა საბაზო ზეთებთან, შესანიშნავია როგორც სამასაჟის აგენტი.
ზეთი აძლიერებს და აჩქარებს ფრჩხილების ზრდას.
ის არის ერთ -ერთი ყველაზე ეფექტური საბაზო ზეთი თმის მოვლისთვის, განსაკუთრებით ცხიმიანი თმისთვის.
რეგულარული გამოყენებისას, კრაზანის ზეთი აძლიერებს თმას მუქ და ,,მდიდრულ" შეფერილობას.
მოცულობა-20მლ
10
5