aromatika

Juniper essential oil


7.5

Share:

ღვიის ეთერზეთი წარმოადგენს ეფექტურ ზოგად გამაჯანსაღებელ საშუალებას.
ყველაზე ხშირად მას გამოიყენებენ ქალის და მამაკაცის შარდ-სასქესო სისტემის ანთებითი პროცესების დროს (საშვილოსნოს ანთება, პროსტატიტი, ურეტრიტი). ღვიის აბაზანები აწესრიგებენ მენსტრუაციულ ციკლს და ნაჩვენებია ამენორეის დროს.
ღვიის ეთრზეთის ინჰალაციები ეფექტურად ხსნიან ფილტვების და ბრონქების ანთებას და ნაჩვენებია გრიპისა და გაციების დროს. ზეთი ხნის ტკივილის სინდრომს ართრიტის, რადიკულიტის, ნევრიტის და ნევრალგიის დროს. 
მასაჟი ღვიის ეთერზეთის გამოყენებით ეფექტურია ცელულიტის საწინააღმდეგოდ.

კოსმეტოლოგიაში ეფექტურია ცხიმიანი და ნორმალური კანის მოსავლელად.
გამოიყენება ასევე, როგორც ინტიმური ჰიგიენის საშუალება, რადგან ამ ზეთს გააჩნია მჟავა-ტუტოვანი ბალანსის გაწონასწორების უნარი. 
ღვიის ეთრზეთით გამდიდრებული კრემები, ტონიკები, გელები და ნიღბები არის რეკომენდებული ცხმიანი და პრობლემური კანის, გაფართოებული ფორების, ძნელად შესახორცებელი წყლულების, ჩირქოვანი გამონაყარის, ინფილტრატების, ვარიკოზული ვენების, ფსორიაზის და ეგზემის დროს.
თავის დაბანის შემდეგ წყალში განზავებული ღვიის ეთრზეთის გადავლება დაგეხმარებათ აღმოფხვრათ ქერტლი.
ასევე გააჩნია დეზინფექციის და რეპელენტური თვისებები.

მოცულობა-20მლ

Price
7.5
Seen
4460

Related products