სტაფილოს ზეთი
27
სტაფილოს კოსმეტიკური ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ალფა-კაროტინს, ბეტა-კაროტინს და სხვა კაროტინებს. უნდა აღინიშნოს, რომ ხილიდან ან ბოსტნეულიდან მიღებული კაროტინები უფრო ადვილად შეიწოვება კანის მიერ. ის მდიდარია ვიტამინით-A, რომელიც მას ნარინჯისფერ ელფერს სძენს. სტაფილოს ზეთი უნიკალური საშუალებაა ნებისმიერი ტიპის კანის მოსავლელად. ის კანს ანიჭებს მსუბუქი რუჯის შეფერილობას. შეუცვლელია თავის კანის და თმის, ფრჩხილების და კანის დეპილაციის შემდგომ მოვლისათვის.
მოცულობა-50მლ
- ბრენდი
- არომატიკა
- ფასი
- 27
- ქვეყანა
- გერმანია
- ნანახია
- 31610
მსგავსი პროდუქტები
ქაცვის ზეთი
ქაცვის ზეთი კოსმეტოლოგიაში და დერმატოლოგიაში ფართოდ გამოიყენება ისეთი დაავადებები სამკურნალოდ როგორიცაა:
ინფიცირებული ჭრილობები, ტროფიკული წყლულები, დამწვრობა, ნახეთქები, ეგზემა, დერმატიტი, გამონაყარი და აკნე.
ქაცვის ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინოიდებს (ვიტამინი-A-ს წინამორბედს), ასევე ანტიოქსიდანტებს: ვიტამინ-E-ს, ვიტამინ-C-ს რომლის შემცველობით მხოლოდ, ასკილის ზეთს ჩამორჩება, B-ჯგუფის ვიტამინებს, მინერალებს და ორგანულ მჟავებს.
ქაცვის ზეთს იყენებენ კანზე ნაოჭების გაჩენის თავიდან ასაცილებლად, ის ანიჭებს კანს ელასტიურობას, სიმკვრივეს, სასიამოვნო ფერს, ეფექტურია მისი გამოყენება გარუჯვამდე და გარუჯვის შემდგომ.
რეკომენდებულია: მშრალი, მობერებული და პრობლემური კანის მოსავლელად. ქაცვის ზეთს იყენებენ პიგმენტური ლაქების და ჭორფლების გასაღიავებლად.
მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად სახის, თვალების და ტუჩების მოსავლელად, ასევე თმების და ფრჩხილების გასამაგრებლად.
მოცულობა-20მლ
ქაცვის ზეთის გამოყენების მეთოდები იხილეთ აქ: https://aromatika.b2c.ge/blog/4/41
14
გასარუჯი ზეთი
კოსმეტიკური ზეთი შეიცავს ნუშის, ჟოჟობას და სტაფილოს ზეთს, სტაფილოს თესლის და ვარდის ხის ეთერზეთებს.
შემადგენლობა განაპირობებს თანაბარ რუჯს, ააქტიურებს კანის თვითგანახლების და დაცვის ბუნებრივ მექანიზმებს, აფერხებს მის ნაადრევ დაბერებას, აქტიურად ატენიანებს და არბილებს კანს, ხდის მას ერთგვაროვანს და აბრეშუმისფერს.
დანიშნულება: კანის მოვლა-გარუჯვისთვის.
გამოყენება: თანაბრად გაინაწილეთ კანზე და გაიმეორეთ აპლიკაცია ყოველ 1,5-2 საათში.
სიფრთხილე: ინდივიდუალური შეუთავსებლობა პროდუქტში არსებული კომპონენტების მიმართ.
ზეთი არ უზრუნველყოფს UV სხივებისგან სრულ დაცვას თეთრი ან მზეს მიუჩვეველი კანის მქონე ადამიანებისთვის.
პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებს, საღებავებს და სინთეზურ დანამატებს.
მოცულობა-50მლ
15
კაკლის ზეთი
კაკლის ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რეტინოლს, კაროტინოიდებს, ვიტამინებს A,E, C, ასევე B ჯგუფის ვიტამინებს, მიკრო და მაკრო-ელემენტებს, ომეგა-3-ს და ომეგა-6-ს. კაკლის ზეთი გამოიყენება:
მშრალი და აქერცლილი კანის დასატენიანებლად, პრობლემური, მგრძნობიარე და გაღიზიანებული კანის მოსავლელად , რადგან გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციული, მატონიზირებელი, დამატენიანებელი მოქმედება.
შემადგენლობაში არსებული ვიტამნების წყალობით გააჩნია გამაახალგარზდავებელი მოქმედება კანზე, ებრძვის ნაოჭებს,
ადვილად შეიწოვება, აუმჯობესებს კანის ფერს და ხელს უწყობს თანაბარი რუჯის მიღებას დამწვრობის გარეშე.
აძლიერებს სისხლძარღვთა კედლებს და გამოიყენება სახეზე სისხლძარღვოვანი სურათის და ფეხებზე ვენების გაგანიერების დროს.
მოცულობა-20მლ
,,არომატიკა"-ს რეცეპტები კაკლის ზეთით იხილეთ აქ: https://aromatika.b2c.ge/blog/4/29
9