aromatika

    ყველა ადამიანი გამოყოფს ოფლს და ეს ბუნებრივი თერმორეგულაციის პროცესია ორგანიზმში. ჩვეულებრივ ამის მიზეზია:
✅ჰაერის მომატებული ტემპერატურა,
✅სტრესული მდგომარეობა, რომლის დროსაც იზრდება ადრენალინის გამოყოფა,
✅ფიზიკური დატვირთვის გაზრდა.
    ოფლის სუნისაგან თავის დაცვა უკვე ჩვევაა და ვერც კი ვამჩნევთ თუ როგორ ვიყენებთ დეზოდორანტ-ანტიპერსპირანტს ყოველ დილით, რომელიც ებრძვის ოფლის სუნს.
    არომათერაპია და კონკრეტულად ეთერზეთები კარგი ნატურალური საშუალებებია პრობლემასთან საბრძოლველად.
ძირითადად ოფლის სუნს განაპირობებს ტენიან გარემოში არსებული ბაქტერიების ცხველმყოფელობის პროდუქტები და უნდა ვახსენოთ, რომ ეთერზეთები კარგი ანტიმიკრობული საშუალებებია და ამიტომ შესაძლებელია ქიმიური ანტიპერსპირანტი შევცვალოთ ჩვენს მიერ გაკეთებული ნატურალური დეზოდორით.
  რეცეპტი: შეურიეთ 100მლ ეთილის სპირტი, 6-6 წვ სალბი მუსკატის და ბეგქონდარას, 5-5 წვ ნეროლის და ფიჭვის ეთერზეთი. გადაიტანეთ ნარევი პულვირიზატორიან ჭურჭელში და ყოველი გამოყენების წინ არ დაგავიწყდეთ შენჯღრევა.
   შესაძლებელია დამზადდეს ზეთოვანი დეზოდორანტი, რომელსაც გამოიყენებთ მომატებული ოფლიანობის ადგილებში დღეში ერთხელ.
ქალებისათვის: 2-2 წვ ლავანდის და გერანის, 1 წვ ლიმნის ეთერზეთი გახსენით 1 ჩ/კ ჟოჟობას ზეთში.
მამაკაცებისათვის: 2-2 წვ ლიმნის და მიხაკის, 1 წვ სანტალი ეთერზეთი გახსენით 1 ჩ/კ ჟოჟობას ზეთში.
ფეხების მომატებული ოფლისანობისას დაგეხმარებათ აბაზანა შემდეგი ნარევით: 2 წვ როზმარინის, 3-3 წვ სალბი მუსკატის და ბეგქონდარას ეთერზეთი შეურიეთ 1 ს/კ მცენარეულ ზეთში და საღამოს დაბანილ ტერფებზე და თითებს შუა შეიზილეთ მასაჟური მოძრაობებით.

{s_blog_article_author} , 2020-07-21


{s_blog_article_comments}