aromatika

    შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ეთერზეთი და ის გაგილამაზებთ თმის ყოველდღიური მოვლის პროცესს. ფირმა ,,არომატიკა" გირჩევთ გამოიყენოთ ეთერზეთები არა მარტო სასიამოვნო სუნის, არამედ თმის ტიპების მიხედვით.
✅მშრალი თმის შემთხევაში რეკომენდებულია ილანგ-ილანგის, როზმარინის, ლავანდის, გერანის, პაჩულის, ღვიის, ფორთოხლის, საკმეველის, მირას, სანტალის და ცისფერი გვირილის ეთერზეთის გამოყენება. გამოიყენეთ ნიღბებში 1 ჩ/კ საბაზო ზეთს (ჟოჟობა ან მაკადამია) დაამატეთ 2-3წვ ეთერზეთი. ნარევით გაიკეთეთ თმის ძირების არომამასაჟი ან დააწვეთეთ ხის სავარცხელზე და დაივარცხნეთ თმა.
✅ცხიმიან თმას იდეალურად უხდება სალბის, ლიმნის, ჩაის ხის, კიპარისის, კედარის, ბერგამოტის, მელისას, ევკალიპტის ან ფიჭვის ეთერზეთი. ნარევი მზადდება როგორც ზევით არის მითითებული და გამოიყენება მხოლოდ თმის ძირების არომამასაჟისათვის!
✅თმის გასაძლიერებალად და ცვენის საწინააღმდეგოდ აუცილებელია სანტალის, ილანგ-ილანგის, მანდარინის, ნეროლის, გვირილის, დარიჩინის ან ფიჭვის ეთერზეთით თმის ძირების მასაჟი ან ნიღაბი.
✅თმის ზრდის დასაჩქარებლად-როზმარინი, სალბი, ილანგ-ილანგი, ფიჭვი თმის ნიღბებში ან არომამასაჟისათვის.
✅ქერტლის საწინააღმდეგოდ ნიღბებში დაამატეთ ჩაის ხის, კიპარისის, ღვიის, ევკალიპტის, კედარის, ლავანდის, ფორთოხლის ან ვარდის ეთერზეთი.
✅თმის გაყოფილი ბოლოებისთვის გამოიყენეთ თმის ნიღბები და ბალზამები ვარდის ხის, ილანგ-ილანგის ან მანდარინის ეთერზეთით.
    ვინაიდან ეთერზეთები კონცენტრირებული ნივთიერებებია, საკმარისია მათი 2-5 წვეთის დამატება საბაზო ზეთებში, შამპუნებში, თმის ნიღბებში, ბალზამებში, თმის სპრეებში.
    თუ ციტრუსების ან წიწვოვანი ეთერზეთების გამოყენებისას იგრძნობთ კანის მსუბუქ წვას ნუ შეგეშინდებათ ეს მიუთითებს სისხლის მიმოქცევის გააქტიურებაზე და მათი გამოყენების საუკეთესო ეფექტზე.
 

სტატიის ავტორი , 2020-07-21


კომენტარები