არომათერაპია-ეს ტერმინი დღეს ყველასთვის არის ცნობილი, მაგრამ იმაზე, რომ არომათერაპია არის სერიოზული მეცნიერება თითქმის არავინ არ ფიქრდება.
✅არომათერაპიას უდევს საფუძვლად ფსიქიკური, ფიზიკური მდგომარეობის და ჯანმრთელობის გაუმჯობესება ეთერზეთების საშუალებით და ის წარმოადგენს მეცნიერების და ეთერზეთების მრავალი სამკურნალო თვისების გამოყენების ხელოვნების უნიკალურ კომბინაციას.
✅არომათერაპია ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე, მაგრამ საუკუნეების მანძილზე ბევრი საიდუმლოებები და ტექნოლოგიები შეუქცევადად დაიკარგა.
✅დღევანდელ დღეს არომათერაპია ისევ აქტიურად ვითარდება და თანდათან ლიდერულ პოზიციებს იკავებს ალტერნატიული მედიცინის დარგში.
✅ძალიან დიდი შეცდომაა აგდებული და არასერიოზული დამოკიდებულება არომათერაპიის მიმართ.
✅ისევე როგორც ყველა მკურნალობაში აქაც უნდა დაიცვას მკაცრი დოზირება და რეკომენდაციები და არომათერაპია გამოავლენს მთელ თავის საოცარ და უსაზღვრო შესაძლებლობებს.
✅არომათერაპია ეფუძნება ღრმა და კომპლექსურ ცვლილებებს ორგანიზმში. საკუთარი ცხოვრებისეული ენერგიის და ორგანიზმის თვითრეგულაციის თვისებების გამოყენებით არომათერაპია იწვევს არა მხოლოდ დადებით, არამედ სტაბილურ ცვილებებს ორგანიზმში, გარდა ამისა გაგაოცებთ პროცედურის სიმარტივით და საოცარი კომფორტით, რომელიც ნამდვილ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
✅ეთერზეთებს შეუძლიათ მართლაც სასწაულების მოხდენა. ფიზიკურ დონეზე ზემოქმედების წყალობით - ყნოსვის დონეზე, ეთერზეთები ავლენენ სამკურნალო, მარეგულირებელ, აღმდგენ, მატონიზირებელ, თერაპევტულ, დამამშვიდებელ, ანტიბაქტერიულ თვისებებს.
✅ეთერზეთების ზემოქმედება ორგანიზმზე არ შემოიფარგლება სამედიცინო თვისებებით, ისინი აქტიურად მოქმედებენ ემოციებზე და ფსიქიკურ მდგომარეობაზე,საშუალებას იძლევიან აკორექტირონ არა მხოლოდ ხასიათი და შრომისუნარიოანობა, არამედ დაგეხმარებათ გადალახოთ სტრესები, დეპრესიული მდგმარეობები, დაძლიოთ რთული ფსიქოლოგიური პრობლემები და კომპლექსები.
✅არომათერაპიის მეთოდების ფართო სპექტრის წყალობით, რომლებიც არ შემოიფარგლება მხოლოდ არომალამპებით, არომატების სამკურნალო თისებების გამოყენება შესაძლებელია ინდივიდუალურად, თქვენი ჯანმრთელობის, ფსიქიკური მდგომარეობის და ხასიათის გათვალისწინებით.