aromatika

    დღესდღეობით წარმოუდგენელია ოფისში მუშაობა კომპიუტერის გარეშე. რამოდენიმე საათის მუშაობის შემდეგ ჩნდება დაღლილობა რომელიც დღის ბოლომდე რჩება.
სწორედ ამ შემთხვევში ფირმა ,,არომატიკა" გირჩევ გამოიყენოთ ეთერზეთები, თუმცა თუ რამოდენიმე ადამიანთან ერთად გიწევთ ოთახში მუშაობა უნდა გაითვალისწინოთ მათი დამოკიდებულება სხვადასხვა სურნელის მიმართ.
   არომალამპაში ჩააწვეთეთ 5 წვეთი ლიმნის და როზმარინის ეთერზეთების ნარევი. ასეთი ნარევი დაგეხმარებათ ებრძოლოთ დაღლილობას და გაზრდის ყურადღების კონცენტრაციას, რაც დადებითად აისახება შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.
✅შემდეგი უსიამოვნება კომპიუტერთან მუშაობისას არის თვალების ტკივილი. რაც არ უნდა უსაფრთხო იყოს კომპიუტერის მონიტორი, რამოდენიმე საათის მუშაობის შემდეგ თვალების კუნთები იძაბება, იღლება და დროთა განმავლობაში სივდება თვალებ ქვეშ უპეები.
??მხედველობის გასაძლიერებლად გამოიყენეთ კამის ეთერზეთი, მას გააჩნია შავი მოცხარის ექსტრაქტის მსგავსი მოქმედება.
✅თვალების ქვედა ქუთუთოების შეშუპების გასაქრობად დაგეხმარებად ,,ყინულის კომპრესები" 4-4წვ მირას და სანტალის ეთერზეთი ჩააწვეთეთ 1/4 ჭ წყალში, კარგად შეურიეთ.
??2 ცალი კოსმეტიკური ბამბის ტამპონი დაასველეთ კარგად მიღებულ ნარევში, მსუბუქად გაწურეთ და მოათავსეთ საყინულეში 20 წუთით. როცა ბამბის ტამპონები გაცივდება დაწექით, დახუჭეთ თვალები და 15-20 წუთით დაიფინეთ ქვედა ქუთუთოებზე.
✅ხანგრძლივად კომპიუტერთნ მუშაობის შემდეგ ადამიანი ეჩვევა ვენტილატორის, კლავიშების ხმას და მონიტორის ციმციმს, თუმცა ეს ყველაფერი მაინც მოქმედებს ფსიქიკაზე და გუნება-განწყობილებაზე.
??ამ შემთხევევაში დაგეხმარებათ ლავანდის და ჟასმინის ეთერზეთი. დაამატეთ 3-4 წვეთი არომალამპაში და 15 წუთში შეამჩნევთ, როგორც დამშვიდდებით და ხასიათიც გაგიუმჯობესდებათ.
✅მუდმივად ჯდომის შედეგად კუნთების ტკივილის საწინააღმდეგოდ დაგეხმარებათ არომააბაზანა ეთერზეთებით: ბეგქონდარა, ღვია და ლავანდა.

❗️ნუ გადაიღლებით და მიაქციეთ ყურადღება თქვენს ჯანმრთელობას, ამაში კი ჩვენი ზეთებიც დაგეხმარებთ.

სტატიის ავტორი , 2020-07-21


კომენტარები