aromatika

    არომათერაპია სტრესის და უგუნებობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი უძველესი მეთოდია. სტრესი (ინგ.stress-დაძაბულობა, ზეწოლა) ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა სხვადასხვა ნეგატიურო ფაქტორების წინააღმდეგ საკუთარი ძალების ოპტიმიზაციით.
   ეთერზეთები, რომლებსაც გთავაზობთ ფირმა ,,არომატიკა" დაგეხმარებათ მოდუნდეთ, მოიკირობოთ აზრი და ძალა, ახლებურად შეხედოთ სიტუაციას. როგორც ნებისმიერი თერაპიული პროცესი, არომათერაპიაც უნდა იყოს სასიამოვნო და არ უნდა იწვევდეს გაღიზიანებას. თუ რაიმე მიზეზით არ მოგწონთ ეთერზეთის სუნი უმჯობესია ის არც გამოიყენოთ, რადგან მოდუნების ნაცვლად მიიღებთ თავის ტკივილს და გადაღლილობას.
   ასეთ ეთერზეთებს მიეკუთვნება, მაგალითად გერანი (ნემსიწვერა). მისი მოქმედება ორგანიზმზე უნიკალურია-ხსნის დაძაბულობას, ამაღლებს გონებრივ აქტივობას, აახალგაზრდავებს. თუმცა გააჩნია ძლიერ ტკბილი სუნი და ბევრს არ მოსწონს.

  • თუ დღემ დაძაბულად ჩაიარა უკეთესია სახლში მოსვლისას მიიღოთ არომა-აბაზანა ანისულის და დარიჩინის ეთერზეთებით. ასევე ძლიერი სტრესის დროს კარგია ლავანდის, ღვიის და პიტნის ეთერზეთების გამოყენებაც.
  • თუ სახლში ან სამსახურში ყველაფერი გაღიზიანებთ მაშინ საუკეთესო საშუალებაა აბაზანა ფეხებისთვის ან ტერფების მსუბუქი მასაჟი ფორთოხლის, ლავანდის და ბეგქონდარას ეთერზეთით. დაამატეთ 5წვ ეთერზეთების ნარევი 2 ს/კ ატმის ან ნუშის ზეთში და მსუბუქად შეიზილეთ ტერფებზე.
  • გაღიზიანებსთან საბრძოლველად დაგეხმარებათ ასევე ნეროლის, ვარდის და ილანგ-ილანგის ეთერზეთი. საკმარისია ჩააწვეთოთ არომალამპაში და დაძაბულობა მალევე გაქრება.

   ძალიან ხშირად ხანგრძლივმა სტრესმა შესაძლოა გამოიწვიოს შიშის შეგრძენაბაც, განსაკუთრებით მნიშვნელობანი მოვლენების წინ, როგორიცაა: გამოცდა, გასაუბრება, გამგზავრება. სწორედ აქ დაგეხმარებათ არომათერაპია. 

  • გირჩევთ გამოიყენოთ ეთერზეთებიდან: ლავანდა, საკმელი, ღვია, როზმარინი, ფორთოხალი. ეს ეთერზეთები შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც სათითოდ, ასევე გააკეთოთ თქვენთვის სასურველი ნარევი. დააწვეთეთ ეთერზეთის რამოდენიმე წვეთი ცხვირსახოცზე და შეისუნთქეთ ღირსშესანიშნავი მოვლენის წინ.
  • თუკი შეამჩნიეთ, რომ გიჭირთ ჩაძინება, ადვილად იღლებით, საკუთარი თავით უკმაყოფილოები ხართ ნუ მიიყვანთ თავს კლინიკურ ნევროზამდე და მიიღეთ აბაზანა ნეროლის, ჟასმინის, სანტალის ეთერზეთებით. დილით შეამჩნევთ, რომ უკეთესს განწყობაზე ხართ. 
  • კლეოპატრა ყოველ დილით იღებდა აბაზანებს ვარდის ზეთით, რაც უქმნიდა საუკეთესო განწყობას მთელი დღისთვის. ვარდის ნაზი სურნელი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის ნერვულ დაძაბულობას და ამავე დროს აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, ანიჭებს თავდაჯერებულობას.

    ასე, რომ შეისუნთქეთ ეთერზეთების ღვთებრივი არომატები და იყავით ჯანმრთელები!

სტატიის ავტორი , 2020-07-21


კომენტარები