ეთერზეთებს, როგორც წესი იყენებენ არომათერაპიისთვის და კოსმეტიკური ზეთების, კრემების და სხვადასხვა პროდუქციის გასამდიდრებლად, თუმცა ,,არომატიკა” გთავაზობთ ეთერზეთების გამოყენების 12 მეთოდს საოჯახო ქიმიის ნაცვლად.
1️⃣იმისათვის, რომ მტვერსასრუტიდან აღმოიფხვრას მტვრის სუნი აუცილებელია დავაწვეთოთ რამოდენიმე წვეთი ილანგ-ილანგის ეთერზეთი პატარა ბამბის ქულაზე და ბამბა შეიწოვოს მტვერსასრუტმა.
2️⃣მაცივარში არასასიამოვნო სუნის გასაქრობად ქსოვილზე დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის და მანდარინის ეთერზეთი, ის შესანიშნავად აქრობს სუნს. დროდადრო პროცედურა უნდა განმეორდეს.
3️⃣ნაგვის ურნაში სუნის გასაქრობად ბამბის დისკზე დააწვეთეთ 1 წვეთი ფორთოხლის და ჩაის ხის ეთერზეთი, დისკი მოათავსეთ წინასწარ გარეცხილი ნაგვის ურნის ძირში.
4️⃣მიკროტალღური ღუმელი-ჩააწვეთეთ 4-5 წვეთი ლიმონის ეთერზეთი ერთ ჭიქა წყალში და შედგით ის მიკროტალღურ რუმელში 3-4 წუთი მაქსიმალური ტემპერატურაზე.
5️⃣ტუალეტში არაჯანსაღი ჰაერის გამწმენდი სპრეის ნაცვლად შეგიძლიათ განათავსოთ პატარა ბამბის ტამპონი სანტალის ან რომელიმე წიწვოვანი ეთერზეთით. თუ პროცედურას გაიმეორებთ ყოველ კვირას, ტუალეტში ყოველთვის იქნება სასიამოვნო სუნი.
6️⃣თეთრეულისთვის კონდიციონერის მოსამზადებლად შეურიეთ თასში ნახევარი ლიტრი წყალი, ერთი ჭიქა ძმარი 9% და 250 გრამი სოდა. ნარევი უნდა მიიღოთ "შუშხუნა". მომზადებულ ნარევს დაამატეთ 5 წვეთი გერანის და ლავანდას ეთერზეთები, კარგად შეურიეთ და ნატურალური კონდიციონერი სასიამოვნო სუნით მზადაა. მომზადებული კონდიციონერი ინახება სუფთა პლასტიკურ ბოთლში, მჭიდრო თავსახურით.
7️⃣ფეხსაცმელი-შეურიეთ 2-3 ს.კ სოდა, 1-2წვეთი ჩაის ხის, პიტნის, როზმარინის და ლავანდის ეთერზეთები. მიღებული ნარევი დააწვეთეთ წინდებს და ჩადეთ ფეხსაცმელში მთელი ღამე. ასეთი სასიამოვნო სუნი ფეხსაცმელში შენარჩუნდება მთელი დღის განმავლობაშიც.
8️⃣ავეჯი-გახსენით 10-12 წვეთი სალბის, ჩაის ხის და ლიმნის ეთერზეთები 1 ლიტრ ძმარში. კარგად შეანჯღრიეთ. ეს არის მარტივი და ეკონომიკური ნარევი, რომელიც ძალიან კარგად ასუფთავებს ავეჯს. ასევე ის შეგიძლიათ ჩაასხათ ჩაიდანში ან ქვაბში, აადუღოთ ცოტა ხანი ნადების მოსაშორებლად.
9️⃣ოთახის ჰაერის გამწმენდი-დაამატეთ რამოდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი წყლით სავსე აეროზოლის ბოთლში. ასევე, შეგიძლიათ ასეთი სპრეის გამოყენება ევკალიპტის ეთერზეთით რბილი ავეჯის გასაწმენდად მტვრის ტკიპების საწინააღმდეგოდ. თამბაქოს სუნის გასაქრობად კი უმჯობესია წიწვოვანი და ციტრუსის ეთერზეთები.
?ფანჯრები-გამაფრქვევლიან ბოთლში შეურიეთ ერთმანეთს 1 ჭიქა 9% ძმარი და იმავე ოდენობის წყალი, შემდეგ - 11-13 წვეთი ლიმონის ეთერზეთი. სპრეი მიაფრქვიეთ მინაზე და გაწმინდეთ მშრალი ქსოვილით ან ქაღალდის ხელსახოცით.
1️⃣1️⃣ცხიმის და ოფლის ლაქებს შესანიშნავად უმკლავდება ევკალიპტის ეთერზეთი. დაასველეთ ეთერზეთით ქსოვილი ან ბამბა და დაადეთ ლაქას, როდესაც ლაქა გაქრება გაავლეთ ტანსაცმელი.
1️⃣2️⃣ჩრჩილთან საბრძოლველად-შეურიეთ 1 ჩ/კ როზმარინის, ლიმონის, ლავანდის და მიხაკის ეთერზეთი, მიღებული ნარევი დაიტანეთ სველ ღრუბელზე და გაწმინდეთ ცარიელი კარადა და ჩრჩილი არ გაჩნდება არასდროს, ხოლო თქვენს ტანსაცმელს ექნება სასიამოვნო სუნი. ეფექტის გასაძლიერებლად შეიძლება კარადაში ნარევით გაჟღენთილი ბამბის დატოვებაც.