aromatika

    გაზაფხულის დადგომა ბევრისთვის სამწუხაროდ ალერგიულ სურდოსთან ასოცირდება. ალერგია სერიოზული პრობლემაა, ამიტომ აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღება. თუმცა მდგომარეობის შემსუბუქება შესაძლებელია ეთერზეთებით. განსაკუთრებით თუ გაქვთ უკვე მათი კოსმეტოლოგიურად გამოყენების პრაქტიკა და იცით, რომ ინდივიდუუალურ აუტანლობას არ იწვევენ.
ეთერზეთებით შესაძლებელია შეიმსუბუქოდ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: თვალების ქავილი, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება, ცემინება, ხველა და ამ სიმპტომებით გამოწვეული თავის ტკივილი.
✅სეზონური ალერგიის დროს ეთერზეთების გამოყენების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია ინჰალაციით არომატის შესუნთქვა. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ეთერზეთებით აბაზანა და მასაჟი.
✅სეზონური ალერგიის სამკურნალოდ გამოიყენება რამოდენიმე ეთერზეთი, თუმცა უპირატესობა ენიჭება ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი და ამოსახველებელი მოქმედების მქონეს( სიმპტომებიდან გამომდინარე). ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეთერზეთები მატონიზირებელი (დილის და დღის საათებში) და დამამშვიდებელი მოქმედებით (საღამოს საათებში).
,,არომატიკა" გთავაზობთ გამოიყენოთ რამოდენიმე ეთერზეთი:
1️⃣ევკალიპტი და ჩაის ხე-ეს ეთერზეთები ეხმარება სურდოს და გაძნელებული სუნთქვის დროს, ხსნიან თავის ტკივილს-გამოიყენება არომალამპით ან არომამასაჟით.
2️⃣პიტნა-ამსუბუქებს სუნთქვას, ხსნის თავის და კუნთების ტკივილს.
3️⃣ლიმონი-იცავს იმუნიტეტს და გამოიყენება სასუნთქი გზების ყველა დაავადებების დროს.
4️⃣ლავანდა-ასუფთავებს კატარს, აძლიერებს იმუნიტეტს, ხსნის ტკივილს და მოქმედებს დამამშვიდებლად.
5️⃣კიპარისი-ამსუბუქებს გაძნელებულ სუნთქვას და ხველას.
6️⃣კედარი-ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის შემცირებას.

  • ინჰალაცია: გამოიყენება 1-2 წვეთი (ეთერზეთები ჯამში ან ერთ-ერთი) 1 ლიტრ წყალში- პირსახოცის ქვეშ სტანდატრული ინჰალაციით ან მახოლდის ინჰალატორის გამოყენებით. 
  • აბაზანა: გამოიყენება 7-10 წვეთი (ეთერზეთები ჯამში ან ერთ-ერთი) ჩააწვეტეთ აბაზანაში წყლის ჭავლთან ერთად. 
  • არომამასაჟი: გამოიყენება 2 წვეთი (ეთერზეთები ჯამში ან ერთ-ერთი) ეთერზეთი 5 მლ საბაზო ზეთზე.

გაფრთხილება! ნებისმიერი ეთერზეთის გამოყენებისასა აუცილებელია სიფრთხილე-გამოიყენეთ ეთერეთი ჯერ კანის მცირე ნაწილზე, რომ გამოირიცხოს ადგილობრივი გაღიზიანება! სიფრთხილით გამოიყენება მოხუცებში, ბავშვებში, ორსულებში, ჰიპერტონიის ან ჰიპოტონიის მქონე ადამიანებში!

სტატიის ავტორი , 2020-07-21


კომენტარები