aromatika

ზაფხული ღია ფეხსაცმლის სეზონია, ამიტომ აუცილებელია სასწრაფოდ მოვუაროთ ფეხის კანს, რომ გამოვაჩინოთ ლამაზი და მოვლილი ფეხები.
,,არომატიკა" გირჩევთ, რომ საღამოს მოამზადოთ აბაზანა ლიმონის ეთერზეთით: ამისათვის 1 ლიტრ თბილ წყალში ჩაამატეთ 1 ჩ/კ ზღვის მარილი ან სოდა და 5 წვეთი ლიმონის ეთერზეთი, გააჩერეთ ფეხები ასეთ აბაზანაში 5-7 წუთი.
აბაზანის პროცედურის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ კანი და წაისვით ქოქოსის ზეთი- ქოქოსის ზეთი თავისი დამარბილებელი, დამატენიანებელი, მკვებავი და ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით არბილებს კანს და აბრკოლებს ტერფებზე ნახეთქების წარმოქმნას, გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი, კარგად შეიზილეთ, ჩაიცვით თხელი წინდები და ასე დაიძინეთ.
დილით თქვენ გექნებათ საოცრად ნაზი და რბილი კანი??
✅ასევე ფრჩხილის სოკო დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მასთან ბრძოლის ბევრი მეთოდი და საშუალებაა ცნობილი. თავის მხრივ ფირმა ,,არომატიკაც" გირჩევთ გამოიყენოთ ეთერზეთები, როგორც დამხმარე და პროფილაქტიკური საშუალება.
ანტიმიკოზური მოქმედება გააჩნია რამოდენიმე ეთერზეთს:
1. დარიჩინის ეთერზეთი-ცნობილია თავისი დადებითი თვისებებით, რომლებიც ეხმარებიან Candida-ს სოკოსთან და საფუარის ინფექციებთან ბრძოლაში. თუმცა დარიჩნის ეთერზეთის გამოყენებამდე საჭიროადაიცვათ რამოდენიმე წესი❗️
- მხოლოდ ეთერზეთის გამოყენება არ არის საკმარისი შედეგის მისაღწევად, აუცილებელია სამკურნალო პრეპარატების მიღებაც.
- პროცედურის დაწყებამდე მოიჭერით და გაისუფთავეთ დაზიანებული ფრჩხილი. გასქელებული ფრჩხილი გაქლიბეთ და დაათხელეთ.
- შესაძლებელია არომააბაზანაც ფეხებისთვის, თბილ წყალში ეთერზეთის დამატებით 20 წუთით კვირაში 2 ჯერ.
2. ჩაის ხის ეთერზეთი-პრაქტიკულად ნებისმიერ პირობებში ებრძვის სოკოვან დაავადებებს. მის გამოყენებამდე აუცილებელია დავიცვათ შემდეგი წესები.
- დადებითი ეფექტის მისაღებად აუცილებელია ფრჩხილის გასუფთავება და დამუშავება დღე-ღამეში 2-ჯერ.
- ყოველი დაორთქვლის შემდეგ აუცილებელია ფრჩხილზე ჩაის ხის ეთერზეთის დაწვეთება. უკეთესი ეფექტისთვის შესაძლებელია ფრჩხილის ლეიკოპლასტით შეფუთვაც. მკურნალობა გრძელდება დადებითი ეფექტის მიღებამდე. ეცადეთ რაც შეიძლება ღრმად მოიჭრათ დაზიანებული ფრჩხილი.
3. მიხაკის ეთერზეთი-მისი მთავარი შემადგენელი კომპონენტია აქტიური ნივთიერება ევგენოლი, რომელიც უმკლავდება სოკოვანი დაავადებების უმრავლესობას. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ის იწვევს კანისგაღზიანებას და ამიტომ გამოიყენება ზეითუნის ზეთში განზავებული სახით (10მლ ზეითუნის ზეთი + 5-7წვეთი ეთერზეთი)
4. ლავანდის ეთერზეთი ანტიმიკოზური მოქმედების ერთ-ერთი ძლიერი ეთერზეთია და ჩაის ხის ეთერზეთთან კომბინაციია კი აძლიერებს სოკოს საწინაარმდეგო ეფექტს.
✅ეთერზეთების გამოყენების მეთოდები:
- დაიწვეთეთ ეთერზეთი დაზიანებულ ფრჩხილის ზედაპირზე დღეში 2-3 ჯერ
- დააწვეთეთ ბამბის ტამპონზე, დაიდეთ ფრჩხილზე და გადაიხვიეთ.

სტატიის ავტორი არომატიკა, 2020-08-12


კომენტარები