გრეიფრუტის ეთერზეთი განსაკუთრებით ეფექტურია თუ გამოიყენება სამასაჟე ნარევებში.
✅ყველაზე მეტად ანტიცელულიტურ თვისებას ავლენს ფორთოხლის, ლიმნის, გერანის, ღვიის, ნეროლის, კიპარსის, ლავანდის, ბერგამოტის, პაჩულის და როზმრინის ეთერზეთებთან კომბინაციისას.
✅ასეთი ნარევით მასაჟი რეკომენდებულია აბაზანის შემდგომ. სამასაჟე ნარევისათვის უნდა ავიღოთ 15მლ საბაზო ზეთი და დავუმტოთ 2-3 წვეთი გრეიფრუტის და ნებისმიერი ზევით ჩამოთვლილი ეთერზეთი.
✅სამასაჟეთ შესაძლებელია ნებისმიერი ანტიცელულიტური კრემის გამდიდრება გრეიფრუტის, ლიმნის და ღვიის ეთერზეთებით.
გრეიფრუტის ეთერზეთი ✅განსაკუთრებით სასარგებლოა ცხიმიანი და პრობლემური კანის მოსავლეად, ყოველდღიურად თქვენს კრემში (10მლ) დაამატეთ ეთერზეთების ნარევი-2წვ ბერგამოტი, 1წვ მელისა და 3წვ გრეიფრუტი.
✅შესაძლებელია გრეიფრუტის ეთერზეთის წერტილოვანი, უშუალოდ გამონაყარზე გამოყენება, ის მოაშრობს და ჩააქრობს ანთებას.
✅ცხიმიანი კანის მოსავლელად კვირაში ერთხელ რეკომენდებულია ორთქლის აბაზანების გაკეთება, ამისათვის 500მლ წყალს დაამატეთ 1-1 წვ ბერგამოტის, მელისას და 3წვ გრეიფრუტის ეთერზეთი.
✅გრეიფრუტის ეთერზეთი აუფერულებს პიგმენტურ ლაქებს და ჭორფლებს, ამისათვის აუცილებელია მომზადდეს ნარევი: 30მლ ნუშის ან ზეითუნის ზეთს დაუმატეთ 3-3 წვ გრეიფრუტის და ვარდის, 4წვ კოჭას ეთერზეთი. ნარევი გამოიყენეთ წერტილოვნად დღეში 2 ჯერ (მოერიდეთ მზის სხივებს!)
✅გაფართოვებული ფორების შესავიწროვებლად დღის კრემში (10მლ) დაამატეთ ლიმნის და გრეიფრუტის ეთერზეთი თითო წვეთი.
✅ცხიმიანი კანის მოსავლელი ნიღაბი ზრდის კანის სიმკვრივეს, უმჯობესებს კანის ფერს, აშრობს გამონაყარს და ავლენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. მომზადების წესი: შეურიეთ ერთმანეთს 4 ჩ/კ თაფლი, 1 ჩ/კ სპირტი, 1 ჩ/კ ადუღებული წყალი, 2-2 წვეთ გრეიფრუტის და ჩაის ხის ეთერზეთი. ნარევი წაისვით მომზადებულ სახეზე, ამისათვის სახეზე გაიკეთეთ თბილი კომპრესები ( 2 ფენა დოლბანდის ხელსახოცი დასველებული თბილ წყალში) 3 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ წაისვით ნიღაბი, გაიჩერეთ 15 წუთით და მოიბანეთ ოთახის ტემპერატური წყლით.
✅გრეიფრუტის ეთერზეთი გამოიყენება ასევე თმის მოსავლელად, განსაკუთრებით ცხიმიანი თმის და თმის ცვენისას. ამ პრობლემების მოსაგვარებლად უბრალოდ დაამატეთ 2-3წვ გრეიფრუტის ეთერზეთი შამპუნებში, ბალზამებში ან თმის მოვლის სხვა საშუალებებში. რამოდენიმე გამოყენების შემდეგ შეამჩნევთ, რომ თქვენი თმები გახადა მორჩილი, ბზინვარე, მოვლილი და რაც მთვარია გაქრება მოჭარბებული ცხიმიანობა.
✅გრეიფრუტის ეთერზეთი არაჩვეულებრივი საშუალებაა პირის ღრუს უსიამოვნო სუნთან საბრძოლველად, ამისათვის 2წვ ეთერზეთი დაამათეთ 1 ჭიქა თბილ წყალში და გამოივლეთ პირში.
სტატიის ავტორი არომატიკა, 2020-08-12