aromatika

რა არის არომა-პილინგი?
არომაპილინგი-კანის მოვლაა ნატურალური ეთერზეთებით, რომელიც სულ უფრო პოპულარობით სარგებლობს. მიზეზი კი არა მხოლოდ ნატურალური ეთერზეთების გამოყენებაა, არამედ მისი მაღალი ეფექტურობა.
არომა-პილინგის განსაკუთრებულობა ისაა, რომ კანის გაახალგაზრდავება მიმდინარეობს არა სტრესის და დამწვრობის, არამედ უჯრედებზე შერჩევითი მოქმედების ხარჯზე.
მკვდარი, გარქოვანებული უჯრედები ქრება, რადგან ეთერზეთებს გააჩნიათ უნარი დაშალონ კანის გაუხეშებული ფენა და უმტკივნეულოდ გააქრონ ისე, რომ არ დააზიანონ ჯანმრთელი უჯრედები, არ წარმოქმნან შეშუპება და აქერცვლა.
არომა-პილინგის ეფექტი მიიღწევა ეთერზეთების მრავალკომპონენტიანი შემადგენლობის ხარჯზე. ეთერზეთები ერთდროულად შეიცავენ ფენოლებს, ხილის მჟავებს, ფერმენტებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს, ბუნებრივად ბალანსირებულ პრო-ჰორმონებს. ამასთან ერთად ყველა კომპონენტი აძლიერებს ერთმანეთის მოქმედებას და შედის კანისთვის უსაფრთხო ოპტიმალური რაოდენობა.
არომაპილინგის მოქმედება მრავალმხრივია და ბიოლოგიურად ადაპტირებულია კანისთვის. ეფექტურობა და კანზე მოქმედების სიღრმე (ზედაპირული ან ღრმა) კონტროლირდება კანის ინდივიდუალურობით.
კანის უჯრედები ეთერზეთების მოქმედებით ჯანმრთელდება, აღდგება მათი ბიოციკლი, სუნთქვა, მეტაბოლიზმი, კვლავწრმოქმნა და გაახალგაზრდავება მიმდინარეობს შიგნიდან.
არომაპილინგს არ გააჩნია უკუჩვენება და ეთერზეთების არაჩვეულებრივი სურნელი ამ პროცედურას კომფორტულ და რელაქსაციურ პროცესად აქცევს.

არომაპილინგი გამოიყენება:

  • კანის ღრმა წმენდისთვის
  • კანის გასაახალგაზრდავებლად და პროფილაქტიკისთვის,
  • ცხიმიანი და მშრალი სებორეის, ჩირქოვანი გამონყარის და სხვა ანთებითი პროცესების სამკურნალოდ,
  • პიგმენტაციის გასაქრობად და კანის რელიეფის გასათანაბრებლად,
  • კანის ჰორმონალური და წყალ-ცხიმოვანი ბალანსის ასადგენად.

არომაპილინგის უპირატესობა:

  • პროცედურის შემდეგ აქერცვლის არ არსებობობა,
  • დამწვრობის, შეშუპების არ არსებობა,
  • არ აქვს უკუჩვენება კუპეროზების დროს,
  • ხანგრძლივი მოქმედება,
  • ადაპტაციურ-შერჩევითი მოქმედება კანის თითოეულ უჯრედზე,
  • რელაქსაციური მოქმედება.

პროცედურის წინ აუცილებელია:
1. კანის გასუფთავება
2. ტონიზირება ნატურალური ყვავილების წყლით(ვარდის, ლავანდის, გვირილის)
როგორ გავაკეთოთ არომაპილინგი?
ამისათვის საჭიროა მომზადდეს არომაპილინგის ნარევი:
1ჩ/კ შვრიას დაამატეთ მცირე რაოდენობით ადუღებული წყალი და დააცადეთ, რომ გაჯირჯვდეს. ამ დროში გაისუფთავეთ სახე კოსმეტიკური წყლით. გაჯირჯვებულ მასას დაამატეთ 1ჩ/კ ჟოჟობას ზეთი და თქვენს მიერ შერჩეული ეთერზეთი (1-2წვ). კარგად შეურიეთ მასა და წაისვით სახეზე (ტუჩების და ქუთუთოების გარდა!) გაიჩერეთ ნარევი სახეზე 10 წუთით, გაიკეტეთ მსუბუქი მასაჟი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
1. აღნიშნული არომაპილინგი უხდება მგრძნობიარე კანის შერეულ ტიპს გაფართოებული ფორებით. რეკომენდებული ეთერზეთებია: ლავანდა, ნეროლი, ვარდის ხე. აუცილებელია მხოლოდ შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები არომატი.
2. არომანარევები მშრალი და ნორმალური კანისთვის 50მლ საბაზისო ზეთში (ნუში, ყურძენი, ატამი, გარგარი, ჟოჟობა) შეგიძლიათ დაამატოთ რომელიმე ეთერზეთი შემდეგი დოზირებით: კედარის-6წვ, მუსკატის სალბის-4წვ, ვარდის ხის-6წვ, კიპარისის-4წვ ან საკმელის (ლადანის)-5წვ. პროცედურა ტარდება ისევე, როგორც ზევით იქნა აღწერილი.
პროცედურის ჩატარება: არომაპილინგის პროცედურა რეკომენდებულია კვირაში 1-2ჯერ და ჩატარების ოპტიმალური დრო საღამოა.

სტატიის ავტორი არომატიკა, 2020-10-25


კომენტარები