ახალგაზრდა კანის მთავარი საიდუმლო-კანის მოვლაა ახალგაზრდა ასაკში! მართალია დროს ვერ შევაჩერებთ, თუმცა შესაძლებელია მოვატყუოთ. არომათერაპია დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სილამაზე. უმრავლესობა ეთერზეთებს გააჩნიათ ლიფტინგის ეფექტი და მრავალკომპონენტიანი შემადგენლობის წყალობით კომპლექსურად უვლიან კანს და კანქვეშა ქსოვილებს.
ყველაზე შესამჩნევი ეფექტი ჩვენთვის და გარშემომყოფთათვის ხდება სახის კანის ცვლილება და ლიფტინგ-პროგრამაც სწორედ ამით იწყება.
კრემი საუკეთესო საშუალებაა ეთერზეთების კომპონენტების კანში ტრანსპორტირებისთვის.
ბაზის მოსამზადებლად დაგვჭირდება:
-ჟოჟობას ზეთი-5მლ
-ნუშის ზეთი-10მლ
-ყურძნის წიპწების ზეთი-10მლ
-ატმის ზეთი-5მლ
-კაკაოს ზეთი-20გრ
-ფუტკრის ცვილი-9გრ
-მინერალური ან გამოხდილი წყალი-50მლ
(მინერლური წყალი გამოიყენება გაზგასული)
მომზადების წესი: კაკაოს ზეთი, ცვილი, მცენარეული ზეთები მოათავსეთ მინის ჭურჭელში და დადგით წყლის აბაზანაზე. როდესაც ინგრედიენტები გალღვება დაამატეთ ცხელი (50-60 გრადუსის მქონე) მინერალური წყალი და კარგად შეურიეთ მიქსერით. მასის გაცივების შემდეგ დაამატეთ ეთერზეთები.
მაქსიმალური ლიფტინგ-ეფექტისთვის უმჯობესია მასა გაყოთ ორ ნაწილად და დაამზადოთ დღის და ღამის კრემი.
ეთერზეთები ღამის კრემისათვის:
⦁ ვარდი-1წვ
⦁ ჟასმინი-4წვ
⦁ ნეროლი-1წვ
⦁ კამა-2წვ
მომზადებული ნარევი დაამატეთ საბაზო კრემში და კარგად შეურიეთ.
ეთერზეთები დღის კრემისათვის:
⦁ გერანი-3წვ
⦁ ვარდი-1წვ
⦁ მუსკატის კაკალი-2წვ
⦁ კამა-2წვ
⦁ ნეროლი-1წვ
მომზადებული ნარევი დაამატეთ საბაზო კრემს და კარგად შეურიეთ.
ასევე შესაძლებელია მომზადდეს ლიფტინგ-ნიღაბი, ამისათვის დაგვჭირდება:
⦁ 1 კვერცხის გული
⦁ 2მლ ჟოჟობას ზეთი
⦁ თეთრი თიხა იმ რაოდენობით, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა
⦁ ისეთივე ეთერზეთების ნარევი, რაც საჭიროა ღამის კრემისათვის
დაიტანეთ ნიღაბი სახის ქვედა ნაწილში (ყვრიმალები და ნიკაპი), აიღეთ მარლა, დაასველეთ წყალში, გაჭურეთ და დაიფინეთ სახეზე. პროცედურა ტარდება მწოლიარე მდგომარეობაში. ნიღაბი გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაივით ღამის კრემი. კურსის ტარდება ყოველდღიურად 10 დღის განმავლობაში. საუკეთესო ეფექტისთვის უმჯობესია ნიღბის გამოყენებამდე გაიკეთოთ სახის მასაჟი.
სხეულის კანის სიმკვრივის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ მიიღთ არომააბაზანა 5-7 წვეთი ლავანდის, ლიმეტის, ვარდის, ვეტივერის, მიხაკის, ნეროლის ან პაჩულის ეთერზეთების დამატებით.