aromatika

ყველაზე გავრცელებული პრობლემები იწყება ანთებითი პროცესებით. ხშირად მათ სერიოზლუად არ აღიქვამენ. თუმცა ისინი ძალიან სერიოზულ გართულებებს იწვევენ, როგორიცაა:
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა და მისი სრულად შეწყვეტა
- უშვილობა
- ორსულობის შეწყვეტა
არსებობს სასქესო ორგანოების გარეგანი და შინაგანი დაავადებები. ისინი ჩნდება არა მარტო ჰიგიენური წესების დარღვევით, არამედ ტრავმული დარღვევებით, შაქრიანი დიაბეტით, ექსუდაციური დიათეზით და ქრონიკული ტონზილიტით, რომელიც ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში.
მკურნალობა მდგომარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენაში, რამაც გამოიწვია ანთება, ასევე ორგანიზმის თავდაცვის სისტემის შენარჩუნებაში.
ამაში დიდ სამსახურს უწევენ ბიოსტიმულატორები. ეთერზეთები სწორედ ის ნივთიერებებია, რომლებიც ავლენენ კომპლექსურ სამკურნალო მოქმედებას.
1. რძიანას სამკურნალოდ ეფექტურად იყენებენ ეთერზეთებს. შეგახსენებთ, რომ ეთერზეთები გამოიყენება მხოლოდ საბაზო ზეთებშ გახსნილი სახით, ხოლო საბაზო ზეთებიდან ყველაზე ხშირად გამოიყენება ტკბილი ნუშის და ყურძნის წიპწების ზეთი.
ეთერზეთებიდან გამოიყენება-ევკალიპტი, ლავანდა და ჩაის ხე. ისინი თრგუნავენ რძიანას და სხვა სოკოვანი ინფექციების ზრდას. სხნარის სახით გამოყენებისას, მცირდება, ქავილი, ანთება და უმჯობესდება საერთო მდგომაეობა.
შესაძლებელია გამოყენება როგორც ცალ-ცალკე აბაზანა, გამორეცხვა, ტამპონები ასევე ერთდროულადაც.
-10მლ პიპეტიან ბოთლში კარგად შეურიეთ 8 მლ (დაახლოებით 1,5ჩ/კ) ჩაის ხის და 2 მლ (დაახლოებით 1/3 ჩ/კ) ლავანდის ეთერზეთი.
- დაამატეთ 2-4 წვ ეს ნარევი თბილ აბაზანაში და მიიღეთ აბაზანა 10 წუთის განმავლობაში. ნარევის გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიური ჰიგიენის დროს.
არასოდეს გამოიყენოთ ქაფიანი დასაბანი საშუალებები რძიანას დროს, რადგან მათ ტუტე რეაქცია აქვთ და შესაძლებელია გამოწვიონ გაღიზიანება!
2. საშვილოს ყელის ეროზიის დროს ეთერზეთები ავლენს ჭრილობის შემახორცებლ, მადეზინფიცირებელ, ანთების საწინააღმდეგო მოქმედბას, აუმჯობესებენ ენერგეტიკულ ცვლას ქსოვილებში, შეხორცების პროცესებს და აღდეგენა მიმდინარეობს უფრო სწრაფად.
- შეურიეთ 10მლ საბაზო ზეთში 3-5 წვეთი როზმარინის ეთერზეთი. ვაგინალურად ტამპონები გამოიყენეთ ღამით დღეგამოშვებით! მკურნალობის კურსი 10 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი კურსი 2-3 ჯერ თითო კვირის გამოტოვებით.
- შეურიეთ 10მლ საბაზო ზეთში 2-2 წვეთი ჩაის ხის და ევკალიპტის ეთერზეთი. ვაგინალურად ტამპონები გამოიყენეთ ღამით დღეგამოშვებით! მკურნალობის კურსი 10 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი კურსი 2-3 ჯერ თითო კვირის გამოტოვებით.
3. მენსტრუალური ციკლის დარღვევისას ან რამოდენიმე დღით ადრე ეთერზეთები მოქმედებს ნაზად და ძალიან ეხმარება ორგანიმს ამ პერიოდში, ჰარმონიზაციას უკეთებენ ფსიქოემოციურ მდგომარეობას და ნორმალიზებას ქალის ჰორმონალურ ბალანსს.
- ამ პერიოდში უკეთესია აბაზანებში გამოყენებულ იქნებს 12 წვეთამდე გერანის (ნემსიწვერას), გრეიფრუტის და როზმარინის ეთერზეთი.
- მომატებული მენსტრუალური გამონაყოფისა რეკომენდებულია შინაგანად დღეში 5-ჯერ 1 ჩ/კ თაფლთან ან მურაბასთან ერთად 1-2 წვეთ ლიმნის ან ბერგამოტის ეთერზეთს მიღება.
- მტკივნეული მენსტრუაციისას რეკომენდებულია როზმარინის ან ლავანდის აბაზანა, მუცლის მსუბუქი მასაჟი, გამორეცხვა. ან შესაძლებელია ამ ეთერზეთებით დაწვეთებული თბილი კომპრესის დადება მუცელზე.

სტატიის ავტორი , 2020-11-13


კომენტარები