aromatika

    ძალიან ხშირად მოგვმართავენ მომხმარებლები ეთერზეთების შესაძენად. დავინტერესდით თუ რისთვის იყენებდნენ მათ და აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი თვითონ ამზადებს ზეთოვან ან მშრალ სუნამოებს. ამიტომ გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ ფირმა ,,არომატიკის" რამოდენიმე რჩევა სუნამოების დამზადებასთან დაკავშირებით.
    თქვენი ხელით შექმნილ სუნამოს აქვს რამოდენიმე უპირატესობა:

  1. გამოხატავენ თქვენს არსს, 
  2. უნიკალურია და მხოლოდ თქვენთვისაა შექმნილი,
  3. ბევრად იაფია ვიდრე ბაზარზე არსებული სუნამოები.

    სინამდვილეში სუნამოს დამზადება არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. პროფესიონალები ხელმძღვანელობენ რამოდენიმე წესით. მაგალითად მათ იციან რომ სუნამო გამოყენებისას გადის 3 ეტაპს.

I ეტაპი-,,სუნამოს თავი" გრძელდება რგამოყენებიდან 5-30 წუთი. ამ პერიოდის განმავლობაში ორთქლდება ყველაზე აქროლადი ეთერზეთები: ბეგქონდარა, ფორთოხალი, ვერბენი, ბერგამოტი, ლიმეტი, ლიმონი, პიტნა, მანდარინი, მუსკატის კაკალი, როზმარინი, ბაზილიკი. ამ ეტაპს ეწოდება ,,ზედა ნოტი" და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ქმნის პირველ შთაბეჭდილებას. 

II ეტაპი-,,სუნამოს გული" გრძელდება 12-24 საათი. ამ დროს იგრძნობა სუნამოს ნამდვილი არომატი. ამ ეტაპისას ორთქლდებ უკვე შედარებით ნაკლებ აქროლადი ეთერზეთები: ილანგ-ილანგი, გერანი, ლავანდა, მელისა, მირტა, სალბი მუსაკტის, ნეროლი, ვარდი, გვირილა, სალბი,ჟასმინი და პალმაროზა. 

III ეტაპი-,,სუნამოს ბაზას" მიეკუთვნება ძალიან მცირედ აქროლადი ეთერზეთები და მათი სუნი იგრძნობა მანამდე სანამ არ ქრება არომატი სრულად. ამ ეთერზეთებს მიეკუთვნება: პაჩული, სანტალი, კედარი, ვეტივერი, ვანილი, მიხაკი, კიპარისი, დარიჩინი, საკმელი, ღვია, ვარდის ხე, ხილის და აღმოსავლეთ სანელებლების ეთერზეთები.


როგორ შევქმნათ საკუთარი არომატი?

    ახლა უკვე გავარკვიეთ, როგორ იქცევა ესა თუ ის ეთერზეთი კომპოზიციაში და უკვე შესაძლებელია შევუდგეთ ყველაზე საინტერესო ეტაპს-საკუთარი სუნამოს შექმნას.
    მომზადების წესი: დაჭერით ქაღალდი წვრილ ზოლებად (როგორც პარფიუმერიის მაღაზიებში აქვთ) დააწვეთეთ ეთერზეთები და დააწერეთ სახელები ფანქრით, რადგან ზოგიერთ კალამს ან მარკერს თავისი სუნი აქვს!
   ჯერ იქმნება სუნამოს ,,გული"-აიღეთ ის ქაღალდები, რომლებზეც შესაბამისი ეთერზეთებია დაწვეთებული და გააკეთეთ დეგუსტაცია. ჩაატერეთ ექსპერიმენტი და შეარჩიეთ 2 ეთერზეთი, რომელიც თქვენი აზრით უხდება ერთმანეთს და ერთდროულად მიიტანეთ ცხვირთან. არომატები შეერევა ერთმანეთ და მიიღებთ პირველ მინიკომპოზიციას. ასე გაარკვევთ თუ რომელი ეთერზეთები შეგესაბამება თქვენს გემოვნებას.
   ჩვეულებრივ სუნამოში ეთერზეთები ერევა შემდეგი პროპორციით 1:2:3 ანუ უნდა შევურიოთ 1 წილი სუნამოს ,,თავი", 2 წილი ,,გული" და 3 წილი ,,ბაზა". სასურველი არომატის შერჩევის შემდეგ ის უნდა დავაკავოთ უკვე ფუძეზე.
   გახსოვდეთ, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს მინის ჭურჭელი, ხოლო ხანგრძლივად შენახვისას მუქი მინის ფლაკონები.
   სუნამოს ფუძედ, როგორც წესი იყენებენ გამოხდილი წყლის და სპირტის ნარევს ან არაყს, ასევე საბაზო ზეთებს და მათ ნარევს ცვილთან (ამ უკანასკნელის გამოყენებისას მიიღება ე.წ. მშრალი სუნამოები). ზეთებზე დამზადებული სუნამო შესაძლებელია გამოიყენოთ მაშინვე, ხოლო სპირტზე დამზადებული უნდა დავაყოვნოთ სიბნელეში 1 თვის მანძილზე და 2-3 დღის შუალედით უნდა შენჯღრევა.
   სუნამოების მომზადება ხდება შემდეგი პროპორციით 3 წილი ეთერზეთები და 7 წილი ბაზა. ჯერ ემატება ,,გულის" ეთერზეთები, შემდეგ ,,ბაზის" და სულ ბოლოს ზედა ნოტის-,,თავის" ეთერზეთები.
   თუ გვინდა მშრალი სუნამოს მომზადება წყლის აბაზანაზე მსუბუქად უნდა შევათბოთ და შევურიოთ 2 წილი ზეთი და 1 წილი ცვილი. როგორც კი დაამატებთ ეთერზეთებს მაშინვე გადაასხით ფორმებში, რადგან ძალიან მალე ცივდება და მყარდება.
    საბაზო ზეთებად გამოიყენება: ჟოჟობას, ნუშის, ზეითუნის, ყურძნის წიპწის და ნებიმიერი სხვა ზეთი რომელსაც არ აქვს სუნი. თუმცა რეკომენდებულია ჟოჟობას ან ნუშის ზეთი, რადგან მათ კანზე არაჩვეულებრივი მკვებავი და დამატენიანებელი ეფექტი აქვთ.
  აი სულ ეს არის, გისურვებთ წარმატებას შემოქმედებით საქმიანობაში!

{s_blog_article_author} არომატიკა, 2020-07-20


{s_blog_article_comments}