aromatika

   არსებობს ე.წ. რეპელენტი ეთერზეთები, ანუ ეთერზეთბი რომელთა სუნი აფთხობს მწერებს. განსაკუთრებით ეფექტურია ამ მიზნით გამოსაყენებლად: მიხაკის, ჩაის ხის, ლავანდის, პიტნის, კიპარისის, კედარის, გერანის, ევკალიპტის და როზმარინის ეთერზეთები.
   შესაძლებელია დამზადდეს სხვადასხვა არომა-ნარევებიც:
1. 5-5 წვეთი ლავანდა და პიტნა
2. 5-5 წვეთი ლავანდა, პიტნა და მიხაკი
3. 5-5 წვეთი ლავანდა, მიხაკი და ჩაის ხე
4. 5-5 წვეთი ლავანდა და კედარი.

გამოყენების წესი:
✅ეთერზეთები ან მათი ნარევები გამოიყენება არომალამპით ოთახის არომატიზაციით.
✅სველი ხელსახოცით-ეთერზეთი ან მათი ნარევი ჩააწვეთეთ წყალში და ამ ნარევით დაასველეთ პირსახოცი ან ნაჭრის სალფეტკი მოათავსეთ საწოლთან ახლოს და მწერები აღარ შეგაწუხებენ.
✅შესაძლებელია არომა-სპრეის მომზადებაც-100მლ წყალში დაამატეთ 10მლ სპირტი და 10წვეთი ეთერზეთი ან მათი ნარევი. სხნარი გადაიტანეთ ჭურჭელში სპრეით. ასეთი ნარევი გამოიყენება ოთახში გასასხმელად, ან ტანსაცმელზე მისაპკურებლად.
✅ოთახის არომატიზაციისათვის შესაძლებელია ნახშირის ტაბლეტებზე ეთერზეთის დაწვეთება და განლაგება ოთახშიც.

   ნაკბენის შემდგომ კი დაგეხმარებათ ლავანდის ან ჩაის ხის ეთერზეთი. ისინი არაჩვეულებრივად ხსნიან სიწითლეს, ქავილის შეგრძნებას და ალერგიულ რეაქციას.

სტატიის ავტორი , 2020-07-21


კომენტარები