aromatika

    იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ნორმალური წონა ან წონაში ეფექტურად დავიკლოთ შესაფერისი დიეტით აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მნიშვნელოვანი და ზოგჯერ ყველაზე რთული საკითხი - როგორ შევამციროს ჭამის მადა, ან თუნდაც გარკვეული დროით დავივიწყოთ შიმშილი. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და შედარებით იოლი მეთოდი, რომ ბრძოლა გამოუცხადოთ მადას არომათერაპიაა, ან ჭარბი წონის კორექტირება სხვადასხვა არომატების და ეთერზეთების მეშვეობით .
    გასახდომად ყველაზე ეფექტურად ითვლება ეთერზეთები. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით ეთერს, რომელიც იოლად აღწევს სისხლში, ეხმარება ორგანიზმს მადის დაქვეითებაში და აძლიერებს მეტაბოლიზმს.
არომათერაპია წონის შესამცირებლად!
    ასე რომ, თუ გექნებათ ეთერზეთები კომპლექტი, სპეციალური მოწყობილობები და ცოტა თავისუფალი დრო, შეგიძლიათ სახლში მცირე სპა-სალონის მოწყობა . ეთერზეთებით გასახდომად, როგორც წესი, გამოიყენება კომპლექსური არომათერაპია. მადის დაქვეითება შესაძლებელია ინჰალაციის, გამაფრქვეველების და არომაკულონების მეშვეობით. ეს პროცესი ქვეცნობიერად იწვევს დადებით ემოციურ რეაქციას, რომელიც ხელს შეუწყობს გუნება-განწყობილების გაუმჯობესებას, ნერვული სისტემის დამშვიდებას და მადის დაქვეითებას.
   კანისა და ლორწოვანი გარსების კონტაქტისას ფიტონციდები, რომლებსაც შეიცავს ეთერზეთები ივევენ კონკრეტულ ქიმიურ რეაქციებს. ასეთი რეაქციაა - ნივთიერებათა ცვლის და ჰორმონების ნორმალიზაცია, ცხიმოვანის წვის ხელის შეწყობა და ღრმა ცელულიტის კორექცია. სხეულის კორექტირების მიზნით მასაჟის და შეფუთვისას ეთერზეთები უკვე დიდი ხანია გამოიყენება. ანტიოქსიდანტური მოქმედება, ეთერზეთების სამკურნალო ელემენტები ებრძვიან კანის დაბერებას, აუმჯობესებენ კანის ტონს და სტრუქტურას, აძლიერებებ ქსოვილებიდან ლიმფოდრენაჟი, აქვთ ორგანიზმზე ზოგადი მასტიმულირებელი და მატონიზირებელი ეფექტი.

   იმ ეთერზეთების გამოყენება, რომლებიც ამცირებენ მადას, თუნდაც ჩვეულებრივი აბაზანის მიღებისას, პროცესს გადააქცევს კოსმეტიკურ პროცედურად. უბრალოდ დაამატეთ წყალში ნახევარი ჭიქა ზღვის მარილი და 2-2 წვეთი ლემონგრასის, როზმარინის და კამის ეთერზეთი. ასეთი აბაზანა ხელს უწყობს გახდომას და კანის გამკვრივებას, ხოლო არაჩვეულებრივი არომატი დიდი ხნის განმავლობაში დაგავიწყებთ შიმშილს.
ეთერზეთები, რომელებიც ამცირებენ მადას!

  • ციტრუსების ეთერზეთები გრეიფრუტი, ბერგამოტი, ლიმონი, ტკბილი და მწარე ფორთოხალი არაჩვეულებრივი ინსტრუმენტია წონის დასაკლებად, რადგან ისინი მოქმედებენ, როგორც ადამიანის ფსიქოლოგიაზე - ამხნევებს და ატონიზირებს, ასევე ციტრუსის ეთერზეთები სწრაფად შეიწოვება სისხლში და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, შლის ცხიმებს და ნორმალიზებას უკეთებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. ასეთი ეთერზეთების ნარევი ხშირად გამოიყენება სხეულის წონის კორექციისას და ცელულიტის საწინააღმდეგოდ. 
  • ტკბილი არომატები, რომლებიც ამცირებს მადას - დარიჩინი, ვანილი, მუსკატი, როზმარინი, უხდება ხალხის იმ კატეგორიას, რომელიც დაძაბულობას ერძვის შოკოლადით და კალორიულობით. ასეთი არომატები აღმოფხვრის დეპრესიას, ამაღლებს თავდაჯერებულობას და ხსნის ნერვულ დაძაბულობას. 
  • ეთერზეთები კამა, ბეგქონდარა, სალბი და ანისული, ღამით შეამცირებს მადას. ამ ეთერზეთებით აბაზანა დაეხმარება ორგანიზმს მოდუნებაში, დამშვიდებაში და ღრმა ძილის დადგომაში. ძირითადი საკვების მიღებისას მადის შესამცირებლად, სწრაფად დანაყრებაში და მიღებული საკვების რაოდენობის შემცერებაში დაგეხმარებათ ეთერზეთები- კამა, ოხრახუში და ქინძი, რეჰანი და პიტნა.

    მაქსიმალურად მადის დასაქვეითებლად, თქვენ უნდა შეაირჩიოთ რამდენიმე ეთერზეთი და გამოიყენოთ დღის განმავლობაში. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება არომატი, მით მაღალი იქნება ინჰალაციის ეფექტი, ამიტომ ყოველდღე დაახლოებით ნახევარი ზეთერზეთები უნდა შეიცვალოს ახლით. ეთერზეთები უნდა შეისუნთქოთ დაუყოვნებლივ, როგორც კი იგრძნობთ შიმშილს ან დისკომფორტს. ეს უნდა გაკეთდეს ნელ-ნელა და ღრმად, 6-ჯერ თითოეული ნესტოთი, შესუნთქვისას ყურადღება უნდა მიექცეს სუნს და თქვენს მიერ არომატის აღქმას.
      რაც მთავარია ეთერზეთების შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს არომატებს - ისინი უნდა ქმნიდნენ თქვენთვის დადებით ემოციებს და სასიამოვნო განწყობას!

სტატიის ავტორი , 2020-07-21


კომენტარები