aromatika

კბილების თეთრ ელფერზე და პირის ღრუს დეზოდორირებაზე  მაღალტექნოლოგიური პასტებიც კი ყოველთვის ვერ ზრუნავს და ხშირად მხოლოდ ესთეტიკურ კომპონენტზეა ორიენტირებული. არის თუ არა ალტერნატიული ვარიანტები?
Რა თქმა უნდა არის.

პირის ღრუს მოვლის ბუნებრივი მეთოდები შეინარჩუნებს თქვენს კბილებს და ღრძილებს შესანიშნავ ფორმაში ყოველგვარი უსიამოვნო გვერდითი ეფექტების გარეშე. გირჩევთ სცადოთ რამდენიმე ეთერზეთი კბილებისა და ღრძილების მოვლისთვის.

  • ჩაის ხის ეთერზეთი-ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეთერზეთი, დადებითად მოქმედებს პრობლემურ ღრძილებზე, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ახდენს პირის ღრუს დეზინფექციას, რეკომენდებულია ღრძილების ანთების,სტომატიტის და კარიესის დროს. 
  • როზმარინის ეთერზეთს არა მხოლოდ ანტისეპტიკური თვისებები აქვს, არამედ აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისთვის, როგორიცაა პაროდონტოზი.
  • დარიჩინის ეთერზეთ ცნობილია სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით. ახალ ზელანდიაში ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ დარიჩინის ეთერზეთს აქვს ყველაზე დიდი პოტენციალი კარიესის გამომწვევი სტრეპტოკოკების საწინააღმდეგოდ. 
  • ლიმონის ეთერზეთი ამცირებს ღრძილებიდან სისხლდენას, აუმსჯობესებს პირის ღუს სუნს, აქვს ანტისეპტიკური მოქმედება. რეგულარული გამოყენებით ის ხელს უწყობს კბილის მინანქრის გათეთრებას. 
  • პიტნის ეთერზეთი ძალზე ეფექტურია ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ, რომლებიც გვხვდება დაბალი ჟანგბადის გარემოში (მაგალითად, პირის ღრუში), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღრძილების დაავადება. 
  • ბეგქოდარას ეთერზეთი-ეს არის უძლიერესი ანტისეპტიკური საშუალება. ხელს უწყობს პირის ღრუში ანთების ჩაქრობას. 
  • მიხაკის ეთერზეთი ძალიან პოპულარული საშუალება ჩინურ მედიცინაში. მიხაკის ეთერზეთს შეუძლია კბილის ტკივილის მოხსნა. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიხაკი აფერხებს ბევრ პათოგენურ ბაქტერიას. წარსულში მიხაკს ბაქტერიციდული თვისებების გამო სტომატოლოგები იყენებდნენ ფესვის არხების დეზინფექციისთვის. ამშვიდებს კბილის ტკივილს რამდენიმე საათის განმავლობაში.

 ძალიან ცნობილია პირის ღრუს მცენარეული ზეთებით გამორეცხვის პროცედურაც: ის ამცირებს ნადების წარმოქმნას, ასუფთავებს სუნთქვას, ათეთრებს კბილებს და ზრუნავს ღრძილებზე. გარდა ამისა, ითვლება, რომ რეგულარული გამოყენებისას მას სამკურნალო ეფექტი აქვს არა მხოლოდ პირის ღრუზე, არამედ მთლიანად ორგანიზმზე!
გთავაზობთ ქოქოსის ზეთზე დაფუძნებულ რეცეპტს.  ქოქოსის ზეთი იდეალურია პირის ღრუში გამოსავლებად, რადგან მასში არსებული ცხიმის დაახლოებით 50% შედგება ლაურინის მჟავისგან, რომელიც ცნობილია თავისი ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტით.  

რეცეპტი: 50მლ ქოქოსის ზეთში (თუ ზეთი მყარია, გააჩერეთ ბოთლი ცხელი წყლის ქვეშ, რომ გალღვეს) დაამატეთ პიტნის (და/ან ლიმონის) ეთერზეთი - 15 წვეთი. კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი და მზად არის!
გამოყენება: დაახლოებით ერთი სუფრის კოვზი ზეთი ჩაიგუბეთ პირში და გამორეცხეთ, გაწურეთ ზეთი კბილებს შორის. ეფექტის მისაღწევად საკმარისია 5 წუთი, მაგრამ შეგიძლიათ პროცედურის გახანგრძლივება 15 წუთამდე. როდესაც დაასრულებთ, გამოირეცხეთ პირი თბილი წყლით და გაიხეხეთ კბილები ჩვეულებისამებრ. თქვენ შეგიძლიათ გაიმეოროთ ეს პროცედურა არა მხოლოდ დილით, არამედ საღამოს. ნარევი ინახება- 6 თვემდე ბნელ გრილ ადგილას.

{s_blog_article_author} , 2022-02-23


{s_blog_article_comments}