aromatika

    ეთერზეთები აქროლადი დამახასიათებელი სუნის და გემოს მქონე მცენარეული, ზეთის მაგვარი ნივთიერებებია, არ იხსნება წყალში და ზოგიერთს აქვს დამახასიათებელი ფერიც. თუმცა ჩვეულებრივი ზეთებისაგან განსხვავებით არ სტოვებს ცხიმოვან ლაქას ქაღალდზე და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მაღალი ხარისხის მაჩვენებლი-თუ ცხიმოვანი ლაქა დარჩა ე.ი. 100%-ით ნატურალური არ არის და დამატებული აქვს ზეთი (შესაძლოა დარჩეს მხოლოდ ფერი).
    რაც შეეხება ეთერზეთების გამოყენებას: ისინი ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკაში, სუნამოებიც მათგან მზადდება, არომათერაპიაში (მკურნალობა ეთერზეთებით), მასაჟებში, აბაზანებში და ა.შ.
    აკრძალულია! კანზე განუზავებელი სახით მათი გამოყენება, რადგან ალერგიული ნივთიერებებია და შესაძლოა გამოიწვიოს კანზე ალერგია, გაღიზიანება, დამწვრობა, აქერცვლა.
    ეთერზეთები ემატება მხოლოდ 2-5 წვეთი (გააჩნია ეთერზეთს) კრემებში, ლოსიონებში, შამპუნებში, ბალზამებში, კოსმეტიკურ ზეთებში და არა მხოლოდ იმ მიზნით, რომ სუნი მიენიჭოს, არამედ იმის გამო, რომ ეთერზეთები ერთგვარ სატრანსპორტო ნივთიერებებს წარმოადგენენ და ხელს უწყობენ კოსმეტიკურ საშუალებებში შემავალი ინგრედიენტების კანის უფრო ღრმა ფენებში შეღწევას და ამავე დროს, თითოეულ ეთერზეთს გააჩნია თავისებური მოქმედება კანზე და თმაზე: მკვებავი, დამატენიანებელი, მათეთერებელი, ცხიმიანობის მარეგულირებელი, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკოზური, ტკივილგამაყუჩებელი და ა.შ.
    არსებობს მხოლოდ ორი ეთერზეთი, რომელთა გამოყენება შესაძლებელია განზავების გარეშე, ესენია: ჩაის ხის და ლავანდის ეთერზეთი, ისიც უშუალოდ პრობლემურ ზონაზე წერტილებად გამოიყენება. 

სტატიის ავტორი მარიამ ცანავა, 2020-07-19


კომენტარები