aromatika

თუ ხშირად იყენებთ წამწამების ტუშს ფირმა ,,არომატიკა" გირჩევთ ინტენსიურად მოუაროთ მათ, რადგან ყოველდღიური დაზიანებებისგან წამწამების რაოდენობა მცირდება და მათი სიგრძეც კლებულობს.
წამწამების მოვლა არც ისე რთულია, თქვენ დაგჭიდებათ გამოყენებული წამწამების ტუშის ცარიელი ტუბი, რომელიც კარგად უნდა გამორეცხოთ საპნით თავისივე ფუნჯით და ჩააწვეთოთ ხორბლის ჩითილის და ნუშის ზეთი 1:1 თანაფარდობით.
ნარევი გამოიყენეთ ყოველ საღამოს, სუფთა წამწამებზე და ფუნჯით გაინაწილეთ მთელს სიგრძეზე, არ არის აუცილებელი დიდი რაოდენობის გამოყენებაც, საკმარისია მცირე რაოდენობაც. ერთი თვის შემდეგ შესამჩნევი გახდება, თუ როგორ გახშირდა, დაგრძელდა და გამოცოცხლდა წამწამები.

{s_blog_article_author} , 2020-11-13


{s_blog_article_comments}