,,არომატიკა"-ს რეცეპტები ჟოჟობას ზეთით
მასაჟი, ნიღაბი თმისთვის: 1 ს/კ ჟოჟობას ზეთი შეიძილეთ თმებში, გაიჩერეთ მთელი ღამე და დილით ჩამოიბანეთ. ჟოჟბას ზეთს შესაძლებელია დაამატოთ 3-5წვ როზმარინის ან/და ილანგ-ილანგის ეთერზეთი. ნარევი შესაძლებელია გაიჩეროთ თმაზე როგორც მკვებავი ნიღაბი 1-1,5 საათით.
აპლიკაცია სახის კანისთვის: თვალების გარშემო კანის მოსავლელად ნაოჭების საწინააღმდეგოდ ან საპროფილაქტიკოდ იყენებენ სუფთა ჟოჟობას ზეთს. ამავე მიზნით, შესაძლებელია 1 ს/კ ჟოჟობას ზეთზე 1-2წვ ლიმეტის, ნეროლის, ვარდის ან სანტალის ეთერზეთის დამატება.
პრობლემური კანის მოსავლელად გამოიყენება ჟოჟობას ზეთის ნარევი 1:1 სხვა კოსმეტიკურ ზეთთან და ეთერზეთებთან, აკნეს და გამონაყარისას 1 ს/კ ნარევზე 2-3წვ ჩაის ხის ეთერზეთთან, მზის დამწვრობისას ლავანდის ეთერზეთთან. ნარევში დასველებული დოლბანდი დაიფინეთ პრობლემურ ადგილზე 15-20 წუთით.
გაპარსვის შემდგომ კანის მოსავლელად გამოიყენება სუთა ჟოჟობას ზეთი ან 1 ს/კ-ზეთის და 1-2წვ ვარდის ხის ეთერზეთის ნარევი.
კოსმეტიკური საშუალებების გამდიდრება: 10გრ კრემს, ტონიკს ან ლოსიონს დაუმატეთ 5-10მლ ჟოჟბას ზეთი, ხოლო 100მლ შამპუნს ან ბალზამს-7-10მლ.