,,არომატიკა"-ს რეცეპტები ასკილის ზეთით
ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი ასკილის ზეთით განკუთვნილია ნორმალური და მშრალი, მგრძნობიარე და ნაოჭებისაკენ მიდრეკილი კანისთვის. მისიგამოყენება რეკომენდებულია 25 წლის ზევით.
20მლ ქოქოსის ზეთს დაუმატეთ 10მლ ასკილის ზეთი. ნარევი გაალღვეთ წყლის აბაზანაზე და დაუმატეთ ცვილი (თუ მყარი მასა გნებავთ მიიღოთ 10-15მლ, თუ თხევადი-ქოქოსის რაოდენობა გაზარდეთ და შეამცირეთ ცვილის რაოდენობა). როდესაც ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეერევა, გადმოდგით აბაზანიდან და დაუმატეთ 5მლ ასკილის ზეთი, 5მლ ვიტამინი-E, 5-5 წვ ვარდის და გერანის ეთერზეთი. ეს ყველაფერი ერთმანეთს კარგად შეურიეთ და დაელოდეთ გაცივებამდე. ნარევი ინახება მაცივარში!
ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი: 1ს/კ ასკილის ზეთს დაამატეთ 3-3 წვ ლავანდის და ლიმნის და 4წვ მელისას ეთერზეთი.
გამწმენდი, მკვებავი და დამატენიანებელი ნიღაბი: 2 ს/კ შვრიის ბურღულს დაუმატეთ 2 კვერცხის ცილა, 1 ს/კ თაფლი, 1 ჩ/კ ასკილის ზეთი და 1 ჩ/კ კაკლის ზეთი. ინგრედიენტები შეურიეთ ერთმანეთს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გაიჩერეთ სახეზე 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
სამასაჟე ნარევი გასუქებული ზონებისათვის: თანაბარი პროპორციით შეურიეთ ერთმანეთს ასკილის, ზეთუნის, კედარის და კრაზანას ზეთები. გაიკეთეთ ნარევით მასაჟი პრობლემურ ზონებზე.