,,არომატიკა"-ს რეცეპტები შვი კვლიავის ზეთით
შავი კვლიავის ზეთი არაჩვეულებრივი საშუალებაა პრობლემური, ცხიმიანი კანის მოსავლელად. ის გამოირჩევა ანტიბაქტერიული, ანტიმიკოზური და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედების მაღალი უნარით და ეფექტურია გამონაყარის და აკნეს საწინააღმდეგო პროფილაქტიკის და მკურნალობისთვის.
გთვაზობთ რამოდენიმე რეცეპტს:
ნიღაბი პრობლემური კანისთვის: ნახევარ ჩ/კ შავი კვლიავის ზეთს დაამატეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი. ნარევი წაისვით სახეზე და პრობლეურ ადგილებზე, გაიჩერეთ 1 საათით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით და საბავშვო საპნით.
ნიღაბი ცხიმიანი კანის მოსავლელად: 1 ს/კ შავი კვლიავის ზეთს დაუმატეთ 4-4 წვ ბერგამოტის და ღვიის ეთერზეთი, 2 წვ როზმარინის ეთერზეთი. არომაკომპოზიცია წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით. ზედმეტი ზეთი მოიშორეთ ხელსახოცით.
სამასაჟე ტომარა აბაზანის მისაღებად: დოლბანდის ტომარაში 1-1.5 ჩ/ჭ შვრიის ფანტელებს დაამატეთ 1-1 ჩ/კ შავი კვლიავის და კედარის ზეთი, 5-5 წვ როზმარინის და ვარდის ეთერზეთი. ასეთი ტომარის რეგულარული გამოყენება აბაზანის ღრუბელის ნაცვლად კანს გახდის ნაზს და ხავერდოვანს.
ხელების მასაჟი: შეურიეთ ერთმანეთს 1-1 ჩ/კ შავი კვლიავის, გვირილის და ზეითუნის ზეთი. ნარევით გაიკეთეთ ხელების მასაჟი, ზედმეტი ზეთი მოიშორეთ ხელსახოცით.
ნიღბი თმის და თავის კანის მოსავლელი: შეურიეთ ერთმანეთს 2-2 ს/კ შავი კვლიავის და გვირილის ზეთი, დაამატეთ 6-8წვ როზმარინის, 10-12 წვ კედარის ეთერზეთი. მიღებული ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში, გაიჩერეთ 20 წუთით და ჩამობანეთ შამპუნით.