aromatika

,,არომატიკა"-ს რეცეპტები გვირილის ზეთით

გვირილის ზეტი ყველაზე ეფექტურია მგრძნობიარე კანის მოსავლელად. ეს არაჩვეულებრივი პროდუქტი აქრობს ნაოჭებს, ზრდის კანის ტონუსს და ელასტიურობას, ზრდის მეტაბოლიზმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აუფერულებს პიგმენტურ ლაქებს, ამშვიდებს კანს და ავიწროვებს ფორებს.

სახის გამაახალგაზრდავებელი კრემი: შეურიეთ ერთმანეთს 25 მლ გვირილის ზეთი 30გრ ცვილი, 5-5წვ კიპარისი და ბერგამოტის ეთერზეთები, 50მლ გამოხდილი წყალი. ნარევი გაალღვეთ წყლის აბაზანაზე და ურიეთ არაჟნისებური მასის მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილას 20 წუთით და გადაიტანეთ მასა მინის ქილაში. შეინახეთ მაცივარში!

გამონაყარის საწინააღმდეგო აპლიკაცია: გაჟღინთეთ ბამბის ტამპონი ნარევით- 20მლ გვირილის ზეთი, 2-2 წვ ევკალიპტის და გერანის ეთერზეთი და დაიფინეთ პრობლემურ ზადგილზე (ნაოჭები, აკნე, სტრიები) 15 წუთით. ეფექტურობისათვის პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე.

თვალების გარშემო აპლიკაციისათვის შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით გვირილის და ჟოჟობას ზეთი. აპლიკაცია დაიფინეთ თბილი სახით. ასეთი ნარევი ატენიანებს და ჭიმავს კანს თვალების გარშემო.

ნიღაბი მშრალი კანისთვის: შეურიეთ 1 ს/კ გვირილის და ჟოჟობას ზეთი და დაამატეთ 2წვ ვარდის ეთერზეთი. 

სტატიის ავტორი , 2021-07-31


კომენტარები