,,არომატიკა"-ს რეცეპტები კაკაოს ზეთით
ანთების საწინააღმდეგო ნიღაბი ყველანაირი ტიპის კანისთვის: ნიღაბის მოსამზადებლად გაალღვეთ კაკაოს ცხიმი 40-45°С ტემპერატურაზე და 1 ჩ/კ კაკაკოს ზეთს დაამატეთ 1 ჩ/კ გვირილის ზეთი, 1 ს/კ გახეხილი კიტრი და 1ც ალოეს ფოთლის წვენი, ნარევი შეურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თანაბრად გაინაწილეთ სახეზე და გაიჩერეთ 30 წუთით. რის შემდეგაც ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ ნარევის გამოყენება რეკომენდებულია საღამოს საათებში.
მკვებავი ნიღაბი: კარგად შეურიეთ 1 ჩ/კ გამლღვალი კაკაოს ზეთი 1ჩ/კ ხორბლის ჩითილის ზეთი, 1 ს/კ ავოკადოს რბილობი (შეიძლება შევცვალოთ გოგრის რბილობით). ნარევი დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 20-30 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი შეიძლება წაისვათ კვირაში 2-3 ჯერ.