,,არომატიკა"-ს რეცეპტები ავოკადოს ზეთით
1. ავოკადოს ზეთის ნაოჭების საწინააღმდეგო აპლიკაცია სახისთვის, კისრისთვის და თვალების გარშემო: 1 ს/კ ავოკადოს ზეთს დაუმატეთ 1-2 წვ ლიმეტის, ნეროლის, სანტალის და ვარდის ეთერზეთი. ნარევით გაჟღენთილი ხელსახოცი დაიფინეთ პრობლემურ ადგილებზე 15-30 წუთით კვირაში 1-2ჯერ.
2. ფრჩხილების გასამაგრებელი, ფრჩხილების დაყოფის ან მტვრევადობის შემთხვევაში: კეთდება მასაჟი 15-20 წუთის განმავლობაში არომანარევით, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 1 ს/კ ავოკადოს ზეთს დაამატეთ 2-3 წვ ლიმნის და ილანგ-ილანგის ეთერზეთი. კურსი 12-14 დღეა.
3. შამპუნის გამდიდრება თმისთვის ბზინვარების მისანიჭებლად და გაყოფილი, დაზიანებული, ძნელად დასავარცხნი თმის მოსავლელად. 100მლ შამპუნს, რომელიც განკუთვნილია მშრალი და ნორმალური თმისთვის, დაამატეთ 10 წვეთი ავოკადოს ზეთი. დამატებით შეიძლება 3-5 წვეთი ფორთოხლის და ილანგ-ილანგის, ან მანდარინის და სანტალის ეთერზეთის დამატებაც. ავოკადოს ზეთით გამდიდრებული შამპუნის გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად.
4. აპლიკაცია ანთებითი ღრძილებისთვის: 1 ს/კ ავოკადოს ზეთს დაამატეთ 2-3 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი. არომანარევში დასველებული ტამპონები დაიდეთ დაზიანებულ ღრძილზე დღეში 1-2 ჯერ და გაიჩერეთ 5-10 წუთით. მკურნალობის კურსი 12-14 დღე.