aromatika

,,არომატიკა"-ს რეცეპტები სეზამის ზეთით

✅ნიღაბის ტანის დამატენიანებელი და გამაახალგაზრდავებელი: შეურიეთ ერთმანეთს 3 ს/კ სეზამის ზეთი, 1ს/კ გლიცერინი, 3 ს/კ კიტრის ფაფა, 10-10წვ პიტნის, ლიმონის და გრეიფრუტის ეთერზეთები. ნარევი დაიტანეთ ტანზე, გაიჩერეთ 30 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

✅ტანის გამამკვრივებელი ნიღაბი: 100მლ სეზამის ზეთს დაამატეთ 50მლ ყურძნის წვენი და 50მლ ალოეს წვენი. ნარევი დაიტანეთ ტანზე, გაიჩერეთ 30-40 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

✅აბაზანა დახეთქილი და გაუხეშებული ხელების კანისთვის: შეურიეთ ერთმანეთს სეზამის, ატმის და ზეითუნის ზეთი შემდეგი თანაფარდობით (1:1:1), შეათბეთ 35-40 გრადუსამდე და შეიძილეთ ხელებზე.

✅ფრჩხილების გასამაგრებლად: ხელები წინასწარ ჩააწყვეთ ლიმონის და თბილი წყლის აბაზანაში და შემდეგ შეიძლეთ ზემოთ მომზადებული ნარევი ფრჩხილების ზედაპირზე.

✅მასაჟი ფეხებისთვის: 1 ს/კ სეზამის ზეთს დაამატეთ 5წვ გვირილის და 2 წვ კიპარისის ეთერზეთი. ნარევი გამოიყენეთ სუფთა კანზე ყოველდღიურად, სასურველია ძილის წინ. 

სტატიის ავტორი , 2021-07-31


კომენტარები