,,არომატიკა"-ს რეცეპტები ქაცვის ზეთით
ანთების საწინააღმდეგო სახის ნიღაბი: 1 ს/კ დაფქულ ხორბალს დაუმატეთ 1 ჩ/კ ქაცვის და 1 ჩ/კ კაკლის ზეთი, ნარევი წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 30 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ზეთი მოშვებული კანისთვის: 1 ს/კ ქაცვის ზეთს დაუმატეთ 3-3 წვ კიპარისის, პაჩულის და ნეროლის ეთერზეთი. ნარევი წაისვით სახეზე ყოველდღიურად, უმჯობესია საღამოს.
თმის ნიღაბი: 10მლ შამპუნს ემატება 1 ჩ/კ ქაცვის ზეთი, დამატებით შეიძლება 1 ც/კ კაკლის ზეთის დამატებაც. ნიღაბი წაისვით თმის ძირებში, შეიფუთეთ, გაიჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ.
დამწვრობების სამკურნალოდ ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავების შემდეგ ჭრილობაზე შეიძლება ქაცვის ზეთის დაწვეთება და შემდეგ გადახვევა მარლით.
ტამპონირება: წინასწარ გასუფთავებულ ლორწოვან გარსები იწმინდება ქაცვის ზეთით კარგად გაჟღენთილი ტამპონით (5-10მლ ტამპონზე) და შემდეგ შეჰყავთ ტამპონი და ტოვებენ. ტამპონების გამოცვლა აუცილებელია ყოველდღიურად. მკურნალობის კურსი კოლპიტებისას-5-10 პროცედურა, ენდოცერვიტის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს-8-12 პროცედურა. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია 4-6 კვირის შემდეგ კურსის გამეორება.