,,არომატიკა"-ს რეცეპტები კედარის ზეთით
ნიღაბი მშრალი და მოშვებული სახის კანისთვის: 1 ს/კ კედარის ზეთს დაუმატეთ 1-2 წვეთი ამ ეთერზეთებიდან რომელიმე-სანტალი, ვარდი, ფორთოხალი, გვირილა, ან მათი ნარევიც.
ცხიმიანი კანის მოსავლელად: 1 ს/კ კედარის ზეთს დაუმატეთ 2 ჩ/კ ჟოჟობას, 2 ს/კ ზეითუნის, 1 ჩ/კ კაკლის ზეთი და 5-5 წვეთი ლიმონის, ფორთოხლის და კიპარისის ეთერზეთი. ეს ნარევი გამპოიყენება ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციის ნორმალიზებისათვის და კანის გასაახალგაზრდავებლად.
ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი: 1 ს/კ კედარის ზეთს დაუმატეთ 5წვ ვარდის ხის და 3-3 წვ ნეროლის და ლავანდის ეთერზეთი. არომანარევი წაისვით სახეზე საღამოს საათებში 15-20 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მაკიაჟის მოსაშორებლად ბამბის დისკოზე დააწვეთეთ კედარის ზეთი, გაიწმინდეთ სახე და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნიღაბი ხელებისთვის: 1 ს/კ კედარის ზეთს დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი, 1 ს/კ მოხარშული გოგრის რბილობის ფაფა. ნარევი შეიზილეთ ხელებზე 30 წუთი და დაიბანეთ თბილი წყლით.
ნიღაბი თმისთვის: 2-3 კვერცხის გულს დაუმატეთ 1-2 ჩ/კ კედარის ზეთი, ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში, შეიფუთეთ, გაიჩერეთ 1 საათით და ჩამოიბანეთ შამპუნით.
მასაჟი: რამოდენიმე წვეთი კედარის ზეთი დაიტანეთ თითებზე და შეიზილეთ კანზე მასაჟური მოძრაობებით. გამოიყენება, როგორც სუფთა სახით, ასევე სხვა ზეთებთან კომბინაციით-ავოკადო, ატამი, ჟოჟობა, ნუში, ყურძნის წიპწები, თანაბარი პროპორციით და ეთერზეთების დამატებით-2-3წვ 1 ს/კ ზეთების ნარევზე.
კოსმეტიკური საშუალებების გამდიდრება: 10გრ კრემში ან 10მლ ტონიკში, ლოსიონში დაამატეთ 10 წვეთი კედარის ზეთი, ხოლო 100მლ შამპუნში ან ბალზამში 7-10მლ.