aromatika

,,არომატიკა"-ს რეცეპტები მაკადამიის ზეთით

✅მშრალი კანის მოვლა: შეურიეთ ერთმანეთს 1 ჩ/კ მაკადამიის და ნუშის ზეთი, დაამატეთ 2-4წვ ვარდის ეთერზეთი. ნარევის რამოდენიმე წვეთი დაიტანეთ თითების ბალიშებზე და მსუბუქი მასაჟური მოძრაობებით შეიზილეთ სახეზე.
✅სახის კანის გასუფთავება: მაკადამიის ზეთის რამოდენიმე წვეთი დაიტანეთ თბილი წყლით დასველებულ, გაწურულ ბამბის დისკოზე და გაიწმინდეთ სახის კანი.
✅სამასაჟე ნარევი სხეულის მოდელირებისათვის: შეურიეთ ერთმანეთს 1 ს/კ მაკადამიის, სეზამის და ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ 10წვ როზმარინის, ლიმონის, გრეიფრუტის და ლავანდის ეთერზეთები და 1 ს/კ ალოეს წვენი, 1 ს/კ გოგრის ან ავოკადოს რბილობის ფაფა. მიღებული ნარევით ყოველდღიურად დაიმუშავეთ პრობლემური ადგილები.
✅სამასაჟე ტომარა აბაზანისთვის: დოლბანდის ტომარაში ჩაყარეთ 1-1,5 ჭიქა შვრიის ბურღული, დაამატეთ 1 ჩ/კ მაკადამიის, 1 ჩ/კ ბირკავას ზეთი და 5-5 წვ მუსკატის სალბის და როზმარინის ეთერზეთები. ტომარა გამოიყენეთ ღრუბელის ნაცვლად.
✅კრემი ხელებისთვის და ფეხებისთვის: შეურიეთ ერთმანეთს 1 ს/კ გლიცერინი, 1 ს/კ სეზამის და 1 ჩ/კ მაკადამიის ზეთი, 1 ს/კ ალოეს წვენი, 10წვ ფორთოხლის ეთერზეთი. ნარევი შეინახეთ მაცივარში!

{s_blog_article_author} , 2021-07-31


{s_blog_article_comments}