aromatika

,,არომატიკის"რეცეპტები სელის ზეთით

► მასაჟი: მოამზადეთ სელის ზეთის ნარევი ეთერზეთებთან: 2 სუფრის კოვზ სელის ზეთს დაუმატეთ 1-2 წვეთი გერანიუმის, ღვიის, ლიმონის ან ლავანდის, როზმარინის და კვიპაროსის ეთერზეთები და გამოიყენეთ უხეში კანის უბნების მასაჟისთვის. თავის კანის  მასაჟისთვის სასურველია სელის ზეთი შეურიოთ ჟოჟობას ზეთს 1:1 თანაფარდობით. წაისვით რამდენიმე წვეთი ნარევი თითის წვერებზე და შეიზილეთ კანშიან თმაში მასაჟური მოძრაობებით.
► კოსმეტიკური პროდუქტების გამდიდრება: 10 მლ კრემს, ტონურს ან ლოსიონს დაუმატეთ 5-10 მლ სელის ზეთი; 100 მლ შამპუნს ან თმის ბალზამს დაუმატეთ 7-10 მლ სელის ზეთი.
► ნიღბები, აპლიკაციები, შეზეთვა: სელის  ზეთი გამოიყენება სუფთა სახით, შერეული სხვა მცენარეულ (1:1 თანაფარდობით) ზეთებთან და ეთერზეთებთან (1-2 წვეთი თითო სუფრის კოვზ ცხიმოვან ბაზაზე).
► სახის კანისთვის: 1 სუფრის კოვზ ზეთს დაუმატეთ 1-2 წვეთი სანდალოზის ან ვარდის ეთერზეთები. გაიწმინდეთ კანი ზეთით დასველებული კოსმეტიკური ბამბით დღეში 3-4-ჯერ.
► ხელისა და ფეხის მოვლა: სუფთა ზეთი ან მისი ნარევი ერთ-ერთ ცხიმოვან ზეთთან (ნუშის, გარგრის, ჟოჟობას თანაფარდობით 1:1) და ეთერზეთებთან (ლიმონი, ევკალიპტი და ლავანდა ან როზმარინი, პაჩული და ლავანდა. (2 -3 წვეთი 1 სუფრის კოვზ ცხიმოვან ბაზაზე)) შეიზილეთ ხელები და ფეხები 5-10 წუთის განმავლობაში. პროცედურები უნდა ჩატარდეს 1-2-ჯერ დღეში.

სტატიის ავტორი , 2022-03-12


კომენტარები