aromatika

რატომ არის სასარგებლო ჭინჭრის ზეთი თმისთვის?

  • უპირველეს ყოვლისა, ჭინჭრის ზეთი შეიცავს მთრიმლავი ნივთიერებების მაღალ კონცენტრაციას, რომლებიც ავლენენ ძლიერ ანთების საწინააღმდეგო და გამაძლიერებელ მოქმედებას თავის კანზე და თმის ფოლიკულებზე.
  • ჭინჭრის ზეთის რეგულარული გამოყენებით მიაღწევთ თმის ელასტიურობას, სირბილეს, თმის სწრაფ ზრდას. ის დაგეხმარებათ ქერტლის და საწყის ეტაპზე ჭაღარის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჭინჭრის ზეთი ითვლება, ასევე თმის ზრდის საკმაოდ ძლიერ ბუნებრივ აქტივატორად.
  • ყველასთვის ცნობილია, რომ თმისთვის ყველაზე უარყოფითია ტემპერატურული ცვლილებები, მზის პირდაპირი ულტრაიისფერი სხივები,ქიმიური დახვევა და საღებავები. ჭინჭრის ზეთი მოქმედებს, როგორც თმის საუკეთესო თერმული დამცველი, ქმნის ერთგვარ დამცავ ფენას, რომელიც ამცირებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ უარყოფით გავლენას თმაზე და თვის კანზე.
  • სწორედ ამიტომ, Aromatika გთავაზობთ ჭინჭრის ზეთის გამოყენების რამოდენიმე მეთოდს:

► ცხიმიანი თმის საწინააღმდეგოდ, ბზინვარებისთვის და მოცულობის მისანიჭებლად: 1:1 თანაფარდობით ჭინჭრის ზეთი ემატება შამპუნს ან თმის ბალზამს.

► მშრალი და სუსტი თმისთვის: დაბანამდე ერთი საათით ადრე წაისვით ჭინჭრის ზეთი თმის მთელ სიგრძეზე და თავის კანზე.

► ნიღაბი თმის გასაძლიერებლად: 2 სუფრის კოვზ ჭინჭრის ზეთს დაუმატეთ ცოტა მარილი, აურიეთ და წაისვით სველ თმაზე. 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი შამპუნით.

სტატიის ავტორი , 2022-04-14


კომენტარები