aromatika

მასაჟი: შეურიეთ ხორბლის ზეთს ნუშის, ატმის ან გარგარის ზეთი თანაბარი რაოდენობით ან 1:2 თანაფარდობით. სამოდელირო მასაჟისთვის: 1 ს/კ ხორბლის ზეთს, სასურველია შერეულს რომელიმე ზემოთ აღნიშნულ მცენარეულ ზეთთან, დაუმატოთ 3-5 წვ ფორთოხლის, მანდარინის ან გრეიფრუტის ეთერზეთების ნარევი თანაბარი პროპორციით, ან თითო 1 წვეთი გერანი, ღვიის, ლიმონის და კამის ეთერზეთები. შეასრულეთ სამოდელირო მასაჟი სხეულის პრობლემურ ადგილებში.
ნიღბები და აპლიკაციები: დაბერებული, მოშვებული, გადაღლილი და დანაოჭებული კანისთვის: 1 ს/კ ხორბლის  ზეთს დაუმატეთ 1 წვ სანტალის, პიტნის და ვარდის, ან სანტალის, ფორთოხლის და ვარდის ხის ეთერზეთი. პრობლემური, გამონაყარისადმი მიდრეკილი კანისთვის: 1 ს/კ ხორბლის ზეთს დაუმატეთ 2 წვ ლავანდის და მიხაკის ეთერზეთები.
თვალის ირგვლივ კანის მოსავლელი ზეთი: 1 ს/კ ხორბლის ზეთს დაუმატეთ 1 წვ სანტალის და ნეროლის ეთერზეთი, ან 1 წვ სანტალისა და ვარდის ეთერზეთები.
სახისა და ტუჩების მშრალი კანის მოსავლელი ზეთი: გამოიყენეთ ხორბლის ზეთი სუფთა სახით ან მელისას, ვარდის და ლაიმის ეთერზეთების დამატებით, მიღებული 1-2 წვეთი 1 ს/კ ბაზაზე. მსუბუქად შეიზილეთ კანზე დღეში 2-3-ჯერ.
თმის ნიღაბი: ხორბლის ზეთი გამოიყენება სუფთა სახით ან ჟოჟობას ზეთთან ნარევში (1:1); ან 1 ს/კ ხორბლის ზეთზე   2-3 წვეთი ფიჭვის ეთერზეთის დამატებით; ან 2-2 წვეთი ევკალიპტის, ფორთოხლის და კედრის; ან 2-2 წვეთი ბეგქონდარას, ლიმეტის და ფორთოხლის. ასეთი ნარევი გამოიყენეთ თავის კანზე დაბანამდე 15-20 წუთით ადრე.
ზეთი ხელების კანის მოვლისთვის: ხორბლის ზეთი შეიძლება გამოყენებულ იქნას სუფთა სახით ან ლავანდის და ბერგამოტის ეთერზეთების დამატებით, ემატება 1-2 წვეთი ეთრზეთი 1 ს/კ ხორბლის ბაზაზე. შეურიეთ და გაიკეთეთ ხელების და ფეხების მსუბუქი მასაჟი ყოველი დაბანის შემდეგ.

{s_blog_article_author} , 2024-01-24


{s_blog_article_comments}