aromatika

►ქოქოსის სამასაჟე ზეთი: ქოქოსის ზეთი გამოიყენება სახის, კისრის და ასევე მთელი სხეულის უშუალო მასაჟისთვის.
► ქოქოსის ზეთი სხეულისთვის: 1 ს/კ ქოქოსის ზეთი, 1 ჩ/კ ატმის ზეთი, 1-2 წვეთი ვარდის ეთერზეთი, კარგად აურიეთ. წაისვით სხეულზე მზის აბაზანების მიღებამდე.
► ქოქოსის ზეთი ხელებისთვის და ფრჩხილებისთვის: 1 ს/კ ქოქოსის ზეთი, 1 ჩ/კ გვირილის ზეთი, 3 წვეთი ლიმონის ეთერზეთი, 3 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი, 1 ს/კ გლიცერინი. მიღებული ნაზავით რეგულარულად შეიზილეთ ხელები და ფრჩხილები.
► ქოქოსის ზეთი ფეხის ტერფებისთვის : 1 ს/კ ქოქოსის ზეთი, 2 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი, 2 წვეთი ლიმონის ეთერზეთი, 2 წვეთი კვიპაროსის ეთერზეთი შერეული. წაისვით ფეხებზე ყოველდღიურად.
► ქოქოსის თმის ნიღაბი: 1 ჩ/კ ქოქოსის ზეთი, 1 ჩ/კ ბირკავასზეთი, 2 წვეთი როზმარინის ეთერზეთი, 2 წვეთი ბეგქონდარას ეთერზეთი, 1 წვეთი ილანგ-ილანგის ეთერზეთი, კარგად აურიეთ. შეიზილეთ თმის ძირებში დაბანამდე 20 წუთით ადრე.

სტატიის ავტორი , 2024-01-30


კომენტარები