კრაზანის ზეთი - მარტივი და იაფი საშუალებაა ვიტილიგოს პრობლემის ნაწილობრივ მოსაშორებლად, როგორც ბუნებრივი ანტიდეპრესანტი, ანტისპაზმური, შარდმდენი და ასევე ფოტომგრძნობიარე. ეს უკანასკნელი თვისება ამ მცენარეს შეუცვლელ დამხმარედ აქცევს ვიტილიგოსთან ბრძოლაში.
კრაზანის ზეთი საკმაოდ მაღალი კონცენტრაციით შეიცავს მცენარეულ პიგმენტს ჰიპერიცინს, რომელიც ადამიანის სისხლში გროვდება, ახდენს მელანინის ნაკლებობის კომპენსირებას. სამომავლოდ, არაპირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებით, ნივთიერება ასტიმულირებს ასევე კანის უჯრედების მიერ საკუთარი პიგმენტის გამომუშავებას.
კრაზანის ზეთი, რა თქმა უნდა, არ იქნება ვიტილიგოს ღმა სტადიის პანაცეა. რეკომენდებულია ასევე მცენარეული თერაპიის კომბინირება სხვა პროცედურებთან და მედიკამენტებთან, რომლებსაც ექიმი დანიშნავს. თუმცა, თუ ვიტილიგოს ლაქებს ჯერ კიდევ არ აქვს დაჭერილი კანის 80 ან მეტი პროცენტი, კრაზანის ზეთის გამოყენება შესანიშნავი დახმარება იქნება დაავადების მიმდინარეობის შესაჩერებლად. საწყის ეტაპზე მას შეუძლია გარკვეული დროით მთლიანად მიაძინოს პრობლემა.
გამოყენებამდე პროდუქტის გარკვეული რაოდენობა ოდნავ გაათბეთ, ყველაზე მოსახერხებელია ამის გაკეთება წყლის აბაზანაზე. შემდეგ უნდა დაასველოთ თხელი ქსოვილი ზეთით და დაიფინოთ კანის იმ ადგილებში, რომლებსაც აქვთ ვიტილიგოს ლაქები. კომპრესი კანზე უნდა იყოს 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ საჭიროა მზის აბაზანის მიღება: პროცედურების დაწყებისას - მხოლოდ 1-2 წუთის განმავლობაში, თანდათან ეს პერიოდი შეიძლება გაიზარდოს 10 წუთამდე. ამგვარად, ჰიპერცინი დაგროვდება კანის ფენებში და დააპროვოცირებს ნატურალური პიგმენტის წარმოქმნას.
კრაზანის ზეთში შესაძლებელია ეფექტის გასაძლიერებლად ბერგამოტის, ლიმონის, მანდარინის, გრეიფრუტის, ფორთოხლის, გერანის და ლავანდის ეთერზეთების დამატებაც, ისინი ხელს უწყობენ ზეთის ღრმად შეწოვას და თავადაც გააჩნიათ ფოტოსენსიბილიზაცის უნარი და აძლიერებენ კანის მგრძნობელობას მზის სხივების მიმართ. 10მლ კრაზანის ზეთს ემატება 10 წვეთი ერთ-ერთი ეთერზეთი ან მათი ნარევი.